აშშ-ს მიერ ივანიშვილის დასანქცირებას კალაძე "შანტაჟს" უწოდებს
"ოცნების" გენეალური მდივანი ივანიშვილის დასანქცირების შემდეგაც ამტკიცებს, რომ აშშ-თან ურთიერთობები ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში გადაიტვირთება. კახა კალაძე ასევე ბაიდენის ადმინისტრაციას და ევროპელ პარტნიორებს შანტაჟში ადანაშაულებს.
არის მუდმივი ზეწოლა, შანტაჟი, ხან კანდიდატის სტატუსით გვაშანტაჟებენ, ხან მოლაპარაკებების გახსნა-არგახსნის საკითხით, ხან პირადი სანქციებით. გვჯერა იმისც, რომ ახალი ადმინისტრაციის ფარგლებში მოხდება ურთიერთობების გადატვირთვა, - ამბობს კალაძე.
რუსეთის სასარგებლოდ, საქართველოს დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრისთვის ამერიკის შეერთებული შტატების სახაზინო დეპარტამენტმა „ქართული ოცნების“ დამფუძნებელს, ბიძინა ივანიშვილს ფინანსური სანქციები დაუწესა.