სად და რა ფორმით გააგრძელებს მუშაობას სალომე ზურაბიშვილი ცნობილი ხვალ გახდება
სად გაააგრძელებს და რა ფორმით მუშაობას სალომე ზურაბიშვილი ცნობილი ხვალ გახდება. სვეტიცხოველში გამართული სამადლობელი პარაკლისის შემდეგ მეხუთე პრეზიდენტმა დაანონსა, რომ გეგმების შესახებ საზოგადოებას რამდენიმე საათში უფრო მეტს ეტყვის.
ხვალიდან გეტყვით ყველაფერს, დღავანდელი დღე დამთავრდა, - თქვა პრეზიდენტმა ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ.
შეგხასენებთ, რომ მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაციის პარალელურად, ორბელიანების სასახლესთან მოქალაქეები შეიკრიბნენ. სალომე ზურაბიშვილმა მათ სიტყვით და მიმართა და სამოქმედო გეგმა გააცნო. პრეზიდენტმა თქვა, რომ ტოვებს სასახლეს და ხალხს უერთდება, თუმცა მუშაობას განაგრძობს როგორც ლეგიტიმურად არჩეული პრეზიდენტი.
სალომე ზურაბიშვილი დღეს შვილთან და ადმინისტრაციის თანამშრომლებთან ერთად სვეტიცხოველშიც იმყოფებოდა, სადაც, მისი თხოვნით, სამადლობელი პარაკლისი გაიმართა.