ვითარება დღითიდღე უარესდება, „ვაიმარის სამკუთხედის“ საგარეო საქმეთა მინისტრები ახლა თბილისში უნდა წავიდნენ - კნუტ აბრაჰამი ანალენა ბერბოკს
გერმანიის ბუნდესტაგის წევრი, კნუტ აბრაჰამი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრს, ანალენა ბერბოკს საქართველოში ჩასვლისკენ მოუწოდებს. გერმანელი მაღალჩინოსანი აღნიშნავს, კანდიდატ ქვეყანაში ვითარება დღითიდღე უარესდება.
პატივცემულო მინისტრო ბერბოკ, ევროკავშირის კანდიდატ ქვეყანაში, საქართველოში სიტუაცია დღითიდღე უარესდება. „ვაიმარის სამკუთხედის“ (საფრანგეთი, გერმანია, პოლონეთი) საგარეო საქმეთა მინისტრები ახლა თბილისში უნდა წავიდნენ. საქართველოს საკითხზე ევროპარლამენტის რეზოლუცია და ბალტიისპირეთის გამოცდილება წინსვლის გზას გვიჩვენებს, - წერს ბუნდესტაგის დეპუტატი.