მარიონეტული რეჟიმის ე.წ. „ფიცის დადება“ დემოკრატიის შეურაცხყოფაა, ლეგიტიმურ პრეზიდენტად ზურაბიშვილი რჩება - კოლსი
„ქართული ოცნების“ მარიონეტული რეჟიმის დღევანდელი ეგრეთ წოდებული „ფიცის დადება“ დემოკრატიის შეურაცხყოფაა, - ასე აფასებს ლატვიელი ევროპარლამენტარი რიჰარდს კოლსი მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაციას. ევროდეპუტატი პლატფორმა X-ზე წერს, რომ საქართველოს ერთადერთ ლეგიტიმურ პრეზიდენტად სალომე ზურაბიშვილი რჩება.
მასობრივი საპროტესტო აქციის 32-ე დღე საქართველოში. ძალადობრივი დარბევის მიუხედავად აქციები გრძელდება. „ქართული ოცნების“ მარიონეტული რეჟიმის დღევანდელი ეგრეთ წოდებული „ფიცის დადება“ დემოკრატიის შეურაცხყოფაა. საქართველოს ერთადერთ ლეგიტიმური პრეზიდენტად სალომე ზურაბიშვილი რჩება- ლიდერი, რომელიც დგას თავის ხალხთან და არა მათ წინააღმდეგ. რა უნდა გააკეთოს ევროკავშირმა: არ უნდა აღიაროს ეს არალეგიტიმური რეჟიმი, არავითარი ხელის ჩამორთმევა და ლეგიტიმაცია, ლეგიტიმურ პრეზიდენტად ზურაბიშვილი უნდა აღიაროს, ივანიშვილსა და „ქართული ოცნების“ ჩინოვნიკებს სანქციები უნდა დაუწესოს, - წერს კოლსი.