27 წუთში დასრულებული ინაუგურაცია - რა ხდებოდა ყაველაშვილის ფიცის დადების დროს

29.12.24 20:11
27 წუთში დასრულებული ინაუგურაცია - რა ხდებოდა ყაველაშვილის ფიცის დადების დროს

 

მიხეილ ყაველაშვილის სხეულის ენამ უფრო მეტი გვითხრა, ვიდრე თავად მიხეილ ყაველაშვილმა საკუთარ სიტყვაში. ნერვიულობდა, როცა ტრიბუნასთან იდგა, როცა ფიცს დებდა, ნერვიულობდა მაშინაც, როცა გამოაცხადეს, როგორც პრეზიდენტი. 

ნერვიულობდნენ სხვებიც, რომ მას არაფერი შეშლოდა. შიშით მომზირალი სახეები ფონად და დაძაბული მუშტით წაკითხული საპრეზიდენტო ფიცი საზეიმოდ მორთულ გარემოსაც დაძაბულს ქმნიდა. თავადაც ხვდებოდა, რომ მისთვის არაორგანული, არაბუნებრივი და უჩვეულო ამბის მონაწილე იყო, თუმცა ვერც ის გაუწევდა წინააღმდეგობას ლიდერს და ვერც სხვები, ვინც მას ტაშს ზედმეტი ფიქრის გარეშე უკრავდნენ. სიტყვაც ისეთი იყო, როგორიც მხოლოდ ლიდერს მოეწონებოდა. 

ეს იყო უპრეცედენტოდ დახურული და რეკორდულად ხანმოკლე ინაუგურაცია, რომელიც 27 წუთში დასრულდა. მიხეილ ყაველაშვილს მხოლოდ საკუთარი პარტიის აღიარება აქვს. თანაგუნდელები ულოცავენ და თან კარგად ხვდებოდნენ, რის გამო დაიმსახურა დიპლომის არმქონე და დასავლეთის მაგინებელმა დეპუტატმა ივანიშვილის სიმპათია, ამიტომ პრეზიდენტის ინაუგურაციაზე მთავარი ფიგურა მაინც ოლიგარქი იყო.

ვრცლად ნახეთ რუსუდან დუმბაძის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები