"არალეგიტიმური", "დიქტატორული" და "კოშმარული" - მძიმე პოლიტიკური გზავნილები "ოცნებას"
არალეგიტიმური, დიქტატორული და კოშმარული - გაყალბებული არჩევნების და შეჩერებული ევროინტეგრაციის შემდეგ ოლიგარქის გუნდს მთავარი სტრატეგიული პარტნიორი ამ სიტყვებით მოიხსენიებს. უკვე თვეზე მეტია, რაც "ქართულ ოცნებას" დასავლელი პოლიტიკოსები ქართულ კოშმარს უწოდებენ და ერთადერთ ლეგიტიმურ ინსტიტუციად ხალხის მიერ არჩეულ პრეზიდენტს, ზურაბიშვილს აღიარებენ.
ევროპის ლიბერალური და დემოკრატიული პარტიების გაერთიანება ოლიგარქის ერთკაციან არჩევნებს ქართველი ხალხის შეურაცხყოფად აფასებს. "ალდე" საგანგებოდ გავრცელებულ განცხადებაში წერს, რომ მიესალმებიან ივანიშვილის რეჟიმის წევრების სანქცირებას და ყაველაშვილს პრეზიდენტად არ აღიარებენ.
მძიმე პოლიტიკური გზავნილები "ოცნების" რეჟიმს ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან და შტატებიდან ესმის. ცივილიზებული სამყარო მიხეილ ყაველაშვილს არაღიარებულ მარიონეტად მოიხსენიებს.
ვრცლად ნახეთ ლიზა ლასარეიშვილის რეპორტაჟში.