ნორდიკული და ბალტიის ქვეყნები "ოცნებას": გადადგით დაუყოვნებლივი ნაბიჯები კრიზისიდან გამოსასვლელად

29.12.24 19:20
ნორდიკული და ბალტიის ქვეყნები "ოცნებას": გადადგით დაუყოვნებლივი ნაბიჯები კრიზისიდან გამოსასვლელად

"შეშფოთებულები ვართ ქვეყანაში გაღრმავებული პოლარიზაციისა და კრიზისისკენ მიმავალი გზით", - ნორდიკული და ბალტიის ქვეყნები საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. 

ნორდიკული და ბალტიის ქვეყნები საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებენ, გადადგას სასწრაფო ნაბიჯები კრიზისიდან გამოსვლის კუთხით, მათ შორის, ახალი არჩევნების შესაძლებლობის განხილვით.

ჩვენ სერიოზულად შეშფოთებულები ვართ საქართველოში შექმნილი სიტუაციით. ჩვენი მოწოდებაა, ჩატარდეს საფუძვლიანი და მიუკერძოებელი გამოძიება 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე და არჩევნებამდე გამოვლენილი დარღვევების გამო. ჩვენ ვგმოთ ძალადობას და დაშინებას მშვიდობიანი მომიტინგეების, პოლიტიკოსებისა და მედიის წარმომადგენლების მიმართ; და ჩვენ ვგმობთ პრეზიდენტ ზურაბიშვილის მიმართ მიმართულ მუქარას.

როგორც საქართველოს დიდი ხნის მეგობრები და ქართველი ხალხის ევროპული მისწრაფებების მხარდამჭერები, შეშფოთებულები ვართ ქვეყანაში გაღრმავებული პოლარიზაციისა და კრიზისისკენ მიმავალი გზით. საქართველოს სასწრაფოდ სჭირდება გამოსავალი კრიზისიდან და მისი დემოკრატიული ინსტიტუტების მიმართ ნდობის აღდგენა. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას გადადგას დაუყოვნებლივი ნაბიჯები ამ მიმართულებით, მათ შორის ეუთოს საარჩევნო რეკომენდაციების განხორციელებით და ამ რეკომენდაციების საფუძველზე ახალი არჩევნების შესაძლებლობის განხილვით, - წერია განცხადებაში, რომელსაც ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ბაიბა ბრაჟე ავრცელებს.

მსგავსი სიახლეები