მილერი: ყურადღებით ვაკვირდებით საქართველოში არსებულ ვითარებას
„ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით საქართველოში არსებულ ვითარებას“ - ასე პასუხობს რადიო თავისუფლების შეკითხვას სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი მეთიუ მილერმი.
განცხადება მილერმა მიხეილ ყაველაშვილის ე.წ. ინაუგურაციის შემდეგ გააკეთა.
მეთიუ მილერი ასევე ეხმაურება მიმდინარე დემონსტრაციებს, რაც 32-ე დღეა გრძელდება:
„გამოხატვის თავისუფლებისა და მშვიდობიანი შეკრების უფლების პატივისცემა აუცილებელია ფუნქციური საზოგადოებისთვის“.
სხვა დამატებითი კომენტარი ამ ეტაპზე არ კეთდება.