ჰოჯესი: დემოკრატიულმა სამყარომ ნათლად უნდა თქვას, რომ მხოლოდ სალომე ზურაბიშვილს ვაღიარებთ პრეზიდენტად

29.12.24 22:33
ჰოჯესი: დემოკრატიულმა სამყარომ ნათლად უნდა თქვას, რომ მხოლოდ სალომე ზურაბიშვილს ვაღიარებთ პრეზიდენტად

დემოკრატიულმა სამყარომ ნათლად უნდა თქვას, რომ მხოლოდ სალომე ზურაბიშვილს ვაღიარებთ ლეგიტიმურ პრეზიდენტად - ამის შესახებ აშშ-ის არმიის თადარიგის გენერალმა ბენ ჰოჯესმა “ამერიკის ხმის“ ქართულ რედაქციასთან განაცხადა.

მისი თქმით, ქართველის ხალხისთვის უდიდესი საფრთხე ახლა თავისივე მთავრობისგან მოდის, რომელსაც არ სურს ლეგიტიმური დემოკრატიული რეფორმები. ამით კი კრემლი იმას იღებს, რაც სურს. 

ბენ ჰოჯესმა აღნიშნა ისიც, რომ რუსეთის სურვილია გააკონტროლოს რას მოიმოქმედებს, ან არ მოიმოქმედებს საქართველო, შეაჩეროს საქართველოს განგრძობითი სვლა დასავლეთისკენ.

ვფიქრობ, რომ, რა თქმა უნდა, ქართველის ხალხისთვის უდიდესი საფრთხე ახლა თავისივე მთავრობისგან მოდის, რომელსაც არ სურს ლეგიტიმური დემოკრატიული რეფორმები. ამით კი კრემლი იმას იღებს, რაც სურს - გააკონტროლოს რას მოიმოქმედებს, ან არ მოიმოქმედებს საქართველო და შეაჩეროს და საქართველოს განგრძობითი სვლა დასავლეთისკენ. ესაა საფრთხე, რაც ქართველი ხალხის წინაშეა”, - აღნიშნა გენერალმა ჰოჯესმა.

გენერალი ჰოჯესი ფიქრობს, რომ მთელი დემოკრატიული სამყარო მზად უნდა იყოს და ძალიან ნათლად უნდა თქვას, რომ მხოლოდ სალომე ზურაბიშვილს აღიარებს ლეგიტიმურ პრეზიდენტად.

„უნდა ვთქვა, როგორი აღფრთოვანებული ვარ საქართველოს პრეზიდენტით [სალომე ზურაბიშვილით]. ის არის მაგალითი სიმამაცის, ძალისა და ნებელობისა დაუპირისპირდეს საქართველოს არალეგიტიმურ მთავრობას. რა თქმა უნდა, ვნერვიულობ იმაზეც, გარკვეულ დროს, ვინმემ რამე არ დაუშაოს მას.

ვფიქრობ, რომ მთელი დემოკრატიული სამყარო მზად უნდა იყოს და ძალიან ნათლად უნდა ვთქვათ, რომ ჩვენ მხოლოდ მას [სალომე ზურაბიშვილის] ვაღიარებთ ლეგიტიმურ პრეზიდენტად. იმ შემთხვევაში, თუ მას რამე მოუვა, ამაზე პასუხი უნდა აგონ. სამწუხაროდ, ახლა ყველა ჩვენგანის ქვეყანაშიც ბევრი რამ ხდება. ამერიკა ძალაუფლების გადაცემის პროცესს გადის, ტრამპის ადმინისტრტაციისგან გვესმის განცხადებები გრინლადიაზე, კანადაზე, პანამასა და მგავს თემებზე, როგორც ჩანს, სამწუხაროდ, ისინი შავი ზღვის რეგიონზე არ არიან ფოკუსირებული”, - აღნიშნა მან.

მსგავსი სიახლეები