ოცნების მარიონეტული რეჟიმის დღევანდელი ე.წ. ფიცის დადება დემოკრატიის შეურაცხყოფაა - რიჰარდს კოლსი
ოცნების მარიონეტული რეჟიმის დღევანდელი ე.წ. ფიცის დადება დემოკრატიის შეურაცხყოფაა - ამის შესახებ ლატვიელი ევროპარლამენტარი, რიჰარდს კოლსი X-ზე წერს.
მისი თქმით, „ქართული ოცნების“ მიერ არჩეული პრეზიდენტი, ლეგიტიმურად არ უნდა აღიაროს ევროკავშირმა:
მასობრივი საპროტესტო აქციის 32-ე დღე საქართველოში. ძალადობრივი დარბევის მიუხედავად აქციები გრძელდება. ქართული ოცნების მარიონეტული რეჟიმის დღევანდელი ე.წ. ფიცის დადება დემოკრატიის შეურაცხყოფაა.
საქართველოს ერთადერთ ლეგიტიმურ პრეზიდენტად რჩება სალომე ზურაბიშვილი - ლიდერი, რომელიც დგას თავის ხალხთან და არა მათ წინააღმდეგ.
რა უნდა გააკეთოს ევროკავშირმა:
ამ არალეგიტიმური რეჟიმის არაღიარება;
არავითარი ხელის ჩამორთმევა და ლეგიტიმაცია;
ზურაბიშვილის ლეგიტიმურ პრეზიდენტად აღიარება;
სანქციები ივანიშვილსა და "ქართული ოცნების" მაღალჩინოსნებს.
32 დღეა ქართველები სიმამაცეს და გამძლეობას იჩენენ. ევროპა მათ გვერდით უნდა დადგეს"- წერს ის.