კობახიძე ამტკიცებს, რომ კანონები, რომელსაც ყაველაშვილმა ხელი მოაწერა, რეპრესიული არ არის

30.12.24 13:29
კობახიძე ამტკიცებს, რომ კანონები, რომელსაც ყაველაშვილმა ხელი მოაწერა, რეპრესიული არ არის

ირაკლი კობახიძე ამტკიცებს, რომ კანონები, რომელსაც გუშინ, მუშაობის პირველივე დღეს ე.წ. პრეზიდენტმა ყაველაშვილმა ხელი მოაწერა, რეპრესიული არ არის. არალეგიტიმური პრემიერი ირწმუნება, რომ მომიტინგეებისთვის სახის დაფარვის აკრძალვა კანონზომიერი იყო, რადგან ბევრ მათგანს დანაშაულის ჩადენის ცდუნება ჰქონდა.

ამასთან, კობახიძე ამტკიცებს, რომ ადამიანები, რომლებიც "ოცნებამ" ციხეებში უკანონოდ გამოკეტა, რადიკალური ოპოზიციის ქმედებების შემდეგია. 

არცერთი კანონი არ არის რეპრესიული. თითოეული კანონი. ემსახურება სისტემის გაჯანსაღებას. სწორედ პირბადეები და სახის შენიღბვის საშუალებები გამოიყენებოდა ყველაზე აქტიურად დანაშაულების ჩასადენად. ამას რომ რეპრესიულს უწოდებთ, თავისთავად ჩანს, რომ თქვენ გაქვს სუბიექტური ინტერესი. არაფერი რეპრესიული ამაში არ არის. ჩვენი მიზანია დანაშაულის პრევენცია. სწორედ ნიბების ტარების პირობებში ადამიანებს ჰქონდათ ცდუნება, ჩაედინათ დანაშაულები და თქვენ იცით, რომ რადიკალური ოპოზიციის ქმედებების შემდეგად დღეს პატიმრობაშია 30 კაცი, - ამბობს კობახიძე.  

შეგახსენებთ, რომ “ქართული ოცნების” პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა ინაუგურაციიდან რამდენიმე საათში, ერთპარტიული პარლამენტის მიერ ბოლო დღეებში დაჩქარებულად მიღებულ ადამიანის უფლებების შემზღუდავ სადავო კანონებს ხელი მოაწერა.  რეპრესიულ კანონებად შეფასებული დოკუმენტი ძალაში დღეიდან შევიდა.  

მსგავსი სიახლეები