"ქართველი ხალხი იმსახურებს ევროპელი ქვეყნების მხარდაჭერას - თუ ისინი არ დანებდებიან, არც ევროპამ უნდა მისცეს თავს ამის უფლება" - მიხელსონი

30.12.24 19:35
 "ქართველი ხალხი იმსახურებს ევროპელი ქვეყნების მხარდაჭერას - თუ ისინი არ დანებდებიან, არც ევროპამ უნდა მისცეს თავს ამის უფლება" - მიხელსონი

"ქართველი ხალხი ევროპელი ქვეყნების მხარდაჭერას იმსახურებს - თუ ისინი არ დაიღლებიან და არ დანებდებიან, არც ევროპამ უნდა მისცეს თავს ამის უფლება" - ამის შესახებ პლატფორმა X-ზე ესტონეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, მარკო მიხელსონი წერს.

მარკო მიხელსონი ამბობს, რომ "რუსეთის მიერ საქართველოში ძალაუფლების ხელში ჩაგდება და ევროპული მთავრობების ამბივალენტურობა არალეგიტიმურ რეჟიმთან დაპირისპირებაში მიუთითებს იმაზე, რომ ევროპის თავისუფლებისა და დემოკრატიის დაცვის ღირებულება უახლოეს მომავალში გაცილებით მაღალი იქნება".

რუსეთის მიერ საქართველოში ძალაუფლების ხელში ჩაგდება და ევროპული მთავრობების ამბივალენტურობა არალეგიტიმურ რეჟიმთან დაპირისპირებაში, სამწუხაროდ, მიუთითებს იმაზე, რომ ევროპის თავისუფლებისა და დემოკრატიის დაცვის ღირებულება უახლოეს მომავალში გაცილებით მაღალი იქნება. ქართველი ხალხი, რომელიც 32 დღეა ავლენს მონდომებას, იმსახურებს ევროპული ქვეყნების მორალურ და ხელშესახებ მხარდაჭერას - როგორც სიტყვით, ისე საქმით. თუ ქართველი ხალხი არ დაიღლება და არ დანებდება, არც ევროპამ უნდა მისცეს თავს ამის საშუალება", - წერს მიხელსონი.