ხაზგასმით აღვნიშნავთ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მტკიცე მხარდაჭერას - ეუთოს სამეული
"საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ ჩვენს მტკიცე მხარდაჭერას კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავთ" - ამის შესახებ ეუთოს ე.წ. სამეულის, მალტის, ჩრდილოეთ მაკედონიისა და ფინეთის წლის შემაჯამებელ განცხადებაში წერია.
განცხადებაში ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მნიშვნელობაზეც არის ყურადღება გამახვილებული.
ჩვენ აღვნიშნავთ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მნიშვნელობას და მხარს ვუჭერთ კონფლიქტის შედეგად დაზარალებული თემებისთვის რეალური შედეგების მიღწევის მნიშვნელობას, რომელიც 2024 წელს ყურადღების ცენტრში იყო.
დადგენილი ძალისხმევისა და ინიციატივების, მათ შორის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების მუშაობის ერთგულები ვრჩებით“, - ნათქვამია ე.წ. „სამეულის“ განცხადებაში.