ქადაგიძე: ხალხს სჭირდება სერიოზული თანადგომა - მთავარი როლი თიბისიმ და საქართველოს ბანკმა უნდა იკისრონ

31.12.24 01:19
ქადაგიძე: ხალხს სჭირდება სერიოზული თანადგომა - მთავარი როლი თიბისიმ და საქართველოს ბანკმა უნდა იკისრონ

საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი, გიორგი ქადაგიძე "ტვ პირველის" ეთერიდან თიბისი ბანკსა და საქართველოს ბანკს "ქართული ოცნების" ანტიევროპული პოლიტიკის წინააღმდეგ ქუჩაში გამოსული ხალხის მხარდაჭერისკენ მოუწოდებს. 

"შეუძლებელია, ყველა ერთ ბრძოლაში ვიყოთ და ყველა კრიტიკულ მედიას პრობლემები ჰქონდეს ფინანსური კუთხით" - აცხადებს გიორგი ქადაგიძე და იქვე აღნიშნავს, რომ ფინანსურად ყველაზე მდგრად ორ უდიდეს ბანკს ასეთ სიტუაციაში კრიტიკული როლი ენიჭება. 

ამასთან, გიორგი ქადაგიძე ნოემბრისა და დეკემბრის სისხლიან მოვლენებს იხსენებს და ამბობს, რომ "ივანიშვილმა ნიღბიანი ადამიანების ბანდფორმირება ჩამოაყალიბა".

ხალხს სჭირდება სერიოზული თანადგომა. სერიოზული თანადგომა დღეს შეუძლია კერძო ბიზნესს, მაგრამ მთავარი როლი აქ უნდა იკისროს ორმა მთავარმა ბანკმა  - თიბისი ბანკმა და საქართველოს ბანკმა იმიტომ, რომ ეს არის ორი ყველაზე დიდი ბანკი, ფინანსურად მდგრადი. შეუძლებელია, ყველა ერთ ბრძოლაში ვიყოთ და ყველა კრიტიკულ მედიას პრობლემები ჰქონდეს ფინანსური კუთხით, ონლაინ პლატფორმები, რომლებიც  მინიმალურ დაფინანსებით არსებობენ, მცირე და საშუალო ბიზნესი, რომელსაც რეალური მხარდაჭერა სჭირდება. ამ ორ ბანკს ეკისრება კრიტიკული როლი ამ მომენტში...

ჩვენს თვალსა და ხელს შუა ბიძინა ივანიშვილმა ჩამოაყალიბა ბანდფორმირება ნიღბიანი ადამიანების, რომლებიც არ ემორჩილებიან არავის, არ ემორჩილებიან პოლიციას. '', - ამბობს  გიორგი ქადაგიძე. 

მსგავსი სიახლეები