სანქციების შედეგი ეკონომიკაზე - ივანიშვილის ბიზნესპარტნიორებს დიდი განსაცდელი დაუდგათ
დიდი განსაცდელი ივანიშვილის ბიზნესპარტნიორებს - მათი ფინანსები ივანიშვილის გამო საფრთხის ქვეშ არის. არსებობს რისკი, რომ ოლიგარქის მხარდამჭერ ბიზნესმენების წინააღმდეგ მეორადი სანქციები ამოქმედდება.
უკვე განსაკუთრებული კონტროლის ქვეშ არის მათი საბანკო გადარიცხვები. ერთ-ერთი პირველი კი, ვისაც ფინანსური სასჯელი უახლოვდება მინი ოლიგარქი ვანო ჩხარტიშვილია.
პარალელურად, ოლიგარქის რუსული ინტერესების გატარების და მისი დასანქცირების პირველი შედეგი უკვე აისახა ქვეყნის ეკონომიკაზე. ექსპერტების თქმით, ინვესტორები პრაქტიკულად ყოველ დღე ქრებიან, საქართველოში ინვესტიციების ჩადების სურვილი აღარავის აქვს. იხურება სასტუმროები, ჩერდება ბიზნესები და უფასურდება ლარი, რაც საბოლოოდ ხალხის ჯიბეზე აისახება.