ქართველი ხალხი შეურაცხყოფას და მისი ღირსების შელახვას არავის აპატიებს - გია ბუღაძე

05.01.25 13:37
 ქართველი ხალხი შეურაცხყოფას და მისი ღირსების შელახვას არავის აპატიებს - გია ბუღაძე

მხატვარი გია ბუღაძე ამბობს, რომ ქართველი ხალხი შეურაცხყოფას და მისი ღირსების შელახვას არავის აპატიებს. ხელოვანის თქმით, სწორედ იმ დიდი პროტესტის შედეგია, რომ საქართველოს საკითხით ცივილიზებული მსოფლიო დაინტერესდა.  

საქართველოში და ქართველებში გენეტიკურად 3 ათას წელზე მეტია ზის განსაკუთრებული რაღაც, ქართველობის განცდა, ღირსების განცდა. ქართველობას არ უნდა შეეხო, თორემ ეკონომიკურ თემაზე შეიძლება, არ გამოვიდეს ქართველი ხალხი, მაგრამ როგორც კი ღირსებას უნგრევ, როგორც კი მას შეურაცხყოფას აყენებ და ართმევ სახელმწიფოებრიობას, ეროვნულობას, აქ უკვე ძალიან სერიოზულად გამოითქმევა პროტესტი. თითქმის 40 დღეა ეს პროტესტია და ეს არის ძალიან საამაყო. აბა, წარმოიდგინეთ, ეს პროტესტი რომ არ ყოფილიყო, შეგვამჩნევდა დასავლეთი? შეგვამჩნევდა ევროპა? რა თქმა უნდა - არა. ახალგაზრდებში დაბადებულმა ამ დიდმა იმპულსმა გამოიწვია ის, რომ დღეს ჩვენ შეგვამჩნია სამყარომ, - ამბობს გია ბუღაძე.

შეგახსენებთ, რომ 39 დღეა ქვეყნის მასშტაბით პროტესტი არ წყდება. ხალხი ახალ არჩევნებს და პოლიტპატიმრების გათავისუფლებას ითხოვს. დღის განმავლობაში დაგეგმილი საპროტესტო მარშების გარდა, საღამოს 19:00 საათიდან ყველა ისევ დედაქალაქის მთავარ გამზირზე იკრიბება, 5 იანვარს 15:00 საათზე კი ბიზნეს სექტორი მასშტაბური, გამაფრთხილებელი აქციის მოწყობას გეგმავს. 

მსგავსი სიახლეები