რყევები გაგრძელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გარეთ იქნება წნეხი - თამაზ დათუნაშვილი
კოალიცია "ძლიერი საქართველოს" წევრი თამაზ დათუნაშვილი ამბობს, რომ ის რყევები, რომელიც სისტემაში ხდება, ქუჩის პროტესტის შედეგია. ოპოზიციონერი პოლიტიკოსის თქმით, წინააღმდეგობის მიზანია, ივანიშვილს ახალი არჩევნების გარდა, სხვა გამოსავალი აღარ დარჩეს.
რყევები გაგრძელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ გარეთ იქნება წნეხი. თუ გარეთ იქნება წნეხი, ეს რყევებია ის, რაზეც წარმატება დგას მთელი ამ წინააღმდეგობის პროცესის. ამ წინააღმდეგობის მიზანი ის კი არ არის, რომ ერთ მშვენიერ დღეს ბიძინა ივანიშვილმა გამოიღვიძოს კარგ ხასიათზე ან თვალებში გამოუნათოს და ახალი არჩევნები ჩანიშნოს, არამედ სისტემა ისეთ მდგომარეობაში ჩავვარდეს, რყევა ისეთი იყოს და ჩამოშლა ისეთი მასშტაბის იყოს, რომ ის იძულებული იყოს, სხვა გზა არ ჰქონდეს იმისთვის, რომ საბოლოოდ არ დაასრულოს როგორც ტირანმა და დიქტატორმა, იძულებული იყოს, ჩანიშნოს ახალი არჩევნები. ეს რყევაც ბუნებრივი შედეგია იმის, რაც ხდება ქუჩაში, - ამბობს თამაზ დათუნაშვილი.
"პირველების" ინფორმაციით, საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილე
პოსტიდან გადადგა. ნათია მერებაშვილი თანამშრომლებს პარასკევს დაემშვიდობა და უთხრა, რომ ამ რეალობაში მუშაობას ვეღარ გააგრძელებდა.
მერებაშვილი 18 წელია პროკურატურაში მუშაობს და 5 წელია გენერალური პროკურორის მოადგილის პოსტს იკავებს.