ნატა საბანაძე იყო ყველაზე კვალიფიციური ელჩი - კანდელაკი

21.03.21 15:07
ნატა საბანაძე იყო ყველაზე კვალიფიციური ელჩი - კანდელაკი

"ევროპული საქართველოს" წევრი, გიორგი კანდელაკი ნატალი საბანიძის გადადგომას ოპოზიციასა და "ოცნებას" შორის ჩაშლილ მოლაპარაკებებს უკავშირებს.

ნატა საბანაძე იყო დღევანდელი მდგომარეობით, საქართველოს დიპლომატიურ სამსახურში ყველაზე კვალიფიციური ელჩი, არ არის შემთხვევითი, რომ განცხადებაში საუბრობს მორალურ დილემებზე, რომელიც ყოველთვის ჰქონდა, მაგრამ მაინცდამაინც ახლა გადადგა ეს ნაბიჯი, როცა საქართველოს მთავრობამ უარყო შარლ მიშელის 6-პუნქტიანი ჩარჩო ,- ამბობს კანდელაკი.

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ბელგიის სამეფოსა და ლუქსემბურგში და ევროკავშირთან საქართველოს მისიის ხელმძღვანელმა, ნატალი საბანაძემ  თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ მან თავად განაცხადა და მორალურ გამოწვევებზე მიანიშნა.

მსგავსი სიახლეები