სალომე სამადაშვილი: სანქციები უახლოეს კვირებში და თვეებში კიდევ უფრო დამძიმდება

08.01.25 14:15
სალომე სამადაშვილი: სანქციები უახლოეს კვირებში და თვეებში კიდევ უფრო დამძიმდება

"ქართულ ოცნებას" გააზრებული აქვს, რომ რეჟიმის აღიარება, მათი ლეგიტიმაცია არ მოხდება - ასე გამოეხმაურა ქართული ოცნების პოლიტსაბჭოს განცხადებას კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ლიდერი, სალომე სამადაშვილი.

მისი თქმით, საერთაშორისო წნეხი და მათ შორის სანქციები უახლოეს კვირებში და თვეებში კიდევ უფრო დამძიმდება. 

"ივანიშვილის რეჟიმის იზოლაცია კიდევ უფრო გაღრმავდება. წერილი აჩვენებს იმას, რომ ამ რეჟიმს საერთაშორისო იზოლაციისა და სანქციების ძალიან ეშინია. ეს იზოლაცია და სანქციები არის სწორედ ქართველი ხალხის უწყვეტი პროტესტის შედეგი. ამიტომ შიდა წინააღმდეგობა უნდა გაგრძელდეს, უნდა გაგრძელდეს მათ შორის გარედან კიდევ უფრო დიდი წნეხი. ივანიშვილმა ძალიან კარგად იცის, რომ ის მყარად არის განთავსებული ამერიკის მოწინააღმდეგეთა ბანაკში ორანთან , პუტინთან და ჩინეთთან ერთად და ამის შედეგებს აუცილებლად მოიმკის"- აცხადებს სამადაშვილი. 

ასევე ნახეთ:  

 

მსგავსი სიახლეები