"ოცნებას" ტრამპის მიერ ლეგიტიმაციის აღიარების ილუზია აღარ აქვს... ალბათ, იყო რაღაც კომუნიკაციები..." - ხარშილაძე
ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ ივანიშვილის გუნდმა საბოლოოდ დაკარგა აღიარების იმედი და სანქციების ახალ პაკეტს უკვე ევროკავშირისგანაც ელოდება.
თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე, ნოდარ ხარშილაძე ამბობს, რომ ოლიგარქი არ აპირებს დათმობას და ახალი არჩევნების დანიშვნას და სწორედ ეს მესიჯი იკითხება "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს წერილში.
გარდა ამისა, ხარშილაძე ვარაუდობს, რომ "ოცნების" ლიდერშიფს კომუნიკაცია ჰქონდა ტრამპის მთავრობასთან და ილუზიები, რომ ტრამპის ადმინისტრაცია ლეგიტიმაციას მინიანიჭებდათ, უკვე აღარ აქვთ ,ამიტომაც ბოლომდე ვა-ბანკზე მიდიან.
არ შეგეშინდეთ არა, გეშინოდეთ, იმიტომ, რომ ეს არ არის იმდენად საკუთარ ამომრჩეველზე, ეს არის მთლიანად ყველაზე, რომ არაფერს არ დაგითმობთ - აჰა, ხომ გვაბრალებდით ამას, კი ბატონო...დაგვადეთ სანქციები... ამ ხალხს მიჰყავს საქართველო სრულ იზოლაციამდე. ამასთან ერთად, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, საკუთარ ხალხს ეუბნება, რომ არაფრის იმედი არ ჰქონდეთ. ილუზიებს, რომელსაც თვითონვე კულტივირებდნენ, რომ ჩვენ ლეგიტიმაცია გვექნება ტრამპის გამო, ეს ილუზიები აღარ აქვთ. კი არის იქ ნათქვამი, რომ ტრამპი ებრძის, მაგრამ... პირდაპირ არის იმისი აღიარება, რომ ჩვენ ლეგიტიმაციას ვერ მივიღებთ ამათგან, მაგრამ არც გვინდა. ალბათ იყო რაღაც კომუნიკაციები და მიხვდნენ, რომ ვინმეს თუ ჰქონდა ამისი რწმენა, რომ ტრამპი მოვა და ყველაფერს გვაპატიებს, ყველაფერს თავიდიან გააკეთებს, ეს არ იქნება ასე", - ამბობს ხარშილაძე.