სასჯელი რეჟიმის წინააღმდეგ პროტესტის გამო - წარმოშობით ქართველ გელა მეგრელიძეს ბინადრობის უფლება არ მისცეს

08.01.25 20:45
სასჯელი რეჟიმის წინააღმდეგ პროტესტის გამო - წარმოშობით ქართველ გელა მეგრელიძეს ბინადრობის უფლება არ მისცეს

უარი ბინადრობაზე - რეჟიმის შურისძიება თუ რეალური საფრთხე?! გელა მეგრელიძეს, რომელიც 20 წლის შემდეგ ქვეყანაში დაბრუნდა, ბინადრობა არ მისცეს. გერმანიის მოქალაქე სამშობლოში ცხოვრების უფლებას ითხოვდა. პასუხად მიიღო, რომ ქვეყნისთვის საფრთხეს წარმოადგენს. დოკუმენტში, რომელიც ფოტოგრაფ გელა მეგრელიძეს ჩაბარდა, წერია რომ მისი საქართველოში ყოფნა სახელმწიფო ინტერესებთან შეუთავსებელია. უარი კი წინ უძღოდა სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელზეც მეგრელიძე აქციაზე სამართალდამრღვევად ცნეს.

ეს ისტორია აჩვენებს, როგორ იყენებს რეჟიმი მთელს სისტემას დემონსტრანტების წინააღმდეგ. გელა მეგრელიძე ჯერ 1 დეკემბერს აქციაზე დააკავეს,  სცემეს, პირადი ნივთები წაართვეს, ოქმიც დარღვევებით შეადგინეს, შემდეგ ბინადრობაზე უარი უთხრეს და ბოლოს გაასამართლეს. ბინადრობაზე უარს ფოტოგრაფი მხოლოდ აქციებში მონაწილეობას უკავშირდება. ახლა ფოტოგრაფი ელოდება, რომ ქვეყნიდან გაძევების უწყებას მიიღებს. გელა მეგრელიძისთვის ამ დრომდე არ დაუბრუნებიათ პირადი ნივთები და წართმეული ძვირადღირებული ფოტოაპარატი.

რეპრესიების ახალი ფორმა რეჟიმის ხელში - დარბევების სერიის, საჯარო მოხელეების სამსახურებიდან გათავისუფლების შემდეგ ახლა უკვე იმ ადამიანების ჯერი დადგა, ვინც უცხო ქვეყნის მოქალაქეა, ემიგრაციიდან სამშობლოში დაბრუნება სურს და ქუჩაში ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ დადგა. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ხელმძღვანელი, გელა მეგრელიძის საქმეს დასჯის მაგალითად მიიჩნევს.  

დასჯა პროტესტის გამო  - ლიკა ჯანყარაშვილი დეტალებით

მსგავსი სიახლეები