ივანიშვილის გარემოცვის დასანქცირება "ოცნების" რღვევას დააჩქარებს - ირაკლი კუპრაძე
ივანიშვილის გარემოცვის დასანქცირება "ოცნების" რღვევას დააჩქარებს, - ამის შესახებ კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი კუპრაძე საუბრობს. ოპოზიციონერი პოლიტიკოსის მიიჩნევს, რომ სანქციები, რომელიც აშშ-მ "ოცნებასთან" დაახლოებულ ბიზნესმენებს დაუანონსა, მართებულია, რადგან ისინი რეალურად, ბიზნესს არ ქნიან და მხოლოდ ბიუჯეტის გაყვლეფაზე არიან ორიენტირებულები.
პერსონალური პასუხისმგებლობები უნდა დაეკისროთ ე.წ. ბიზნესმენებს, სინამდვილეში, „ცეხავიკებს“, რომლებიც ივანიშვილის გარემოცვას წარმოადგენენ, იმისთვის, რომ გავიგოთ, ისინი არ ქმნიან ამ ქვეყანაში ბიზნესს. მარტივად ჩავხედოთ უნდა მათი საქმიანობის ჩამონათვალში, სადაც ვნახავთ, რომ ძირითადი მათი ეკონომიკური საქმიანობის არის სახელმწიფო ტენდერები და საქართველოს მოქალაქეების ბიუჯეტის ყვლეფა ივანიშვილის რეჟიმთან ერთად. ივანიშილის ე.წ. გარემოცვას ნათლად ესმის, რას ნიშნავს მათთვის სანქციები, რას ნიშნავს აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ სანქცირებულთა სიაში შეტანა და ეს იქნება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელიც სისტემის რღვევას და ჩამოშვლას აუცილებლად დააჩქარებს, - ამბობს ირაკლი კუპრაძე.
შეერთებული შტატების მომავალ სახელმწიფო მდივანს კონგრესიდან წერილი გაუგზავნეს - მარკო რუბიოს "ქართული ოცნების" "ავტორიტარული მმართველობის, არჩევნების გაყალბების" და "ჩინეთის, რუსეთისა და ირანის აგრესიის ღერძისკენ საქართველოს გადახრის" თაობაზე შეატყობინეს.
"რადიო თავისუფლებას" წყარო უყვება, რომ წერილი რუბიოს 2025 წლის 9 იანვარს გაუგზავნეს, სადაც ჩამოთვლილია 26 კონკრეტული ადამიანი, რომლებიც "ელიტური გარემოცვის წევრები, კორუმპირებული ფინანსური მუშაკები, პროპაგანდისტები არიან, რომლებიც რეპრესიულ სახელმწიფო აპარატს ამუშავებენ".