"ოცნების" წინააღმდეგ სანქციების პერსპექტივა მისი პოლიტიკური სიკვდილის ტოლფასია - ხოშტარია

10.01.25 12:34
"ოცნების" წინააღმდეგ სანქციების პერსპექტივა მისი პოლიტიკური სიკვდილის ტოლფასია - ხოშტარია

კოალიცია "ცვლილებისთვის" ლიდერი ელენე ხოშტარია ამბობს, რომ "ოცნების" წინააღმდეგ სანქციების პერსპექტივა ოლიგარქიისთვის ყველა საყრდენის ძირის გამოთხრას ნიშნავს. მისი თქმით, როდესაც გარდამავალი ადმინისტრაციის პირობებში ამგვარი სანქციებია დაანონსებული, ეს ივანიშვილის ხელისუფლებისთვის პოლიტიკური სიკვდილის ტოლფასია.

ეს არის, პრაქტიკულად, ოლიგარქიის ყველა საყრდენის ძირის გამოცლა. იქნება ეს პროპაგანდისტები, ძალოვანები, რეჟიმის წარმომადგენლები თუ ბიზნესმენები, ეს არის ის კომპონენტები, რაზეც დგას ოლიგარქიული რეჟიმი და რისი მოშლაც გამოიწვევს სწორედ ჩვენს ბრძოლასთან ერთად  ამ რეჟიმის ძალიან სერიოზულ დაზიანებას. როდესაც შენ გარდამავალი ადმინისტრაციის პირობებში ასეთი სანქციების პერსპექტივა გაგაჩნია, ეს, პრაქტიკულად, ნიშნავს, პროფესიულ, ბიზნეს თუ პოლიტიკურ სიკვდილს, - ამბობს ელენე ხოშტარია. 

შეერთებული შტატების მომავალ სახელმწიფო მდივანს კონგრესიდან წერილი გაუგზავნეს - მარკო რუბიოს "ქართული ოცნების" "ავტორიტარული მმართველობის, არჩევნების გაყალბების" და "ჩინეთის, რუსეთისა და ირანის აგრესიის ღერძისკენ საქართველოს გადახრის" თაობაზე შეატყობინეს. 

"რადიო თავისუფლებას" წყარო უყვება, რომ წერილი რუბიოს 2025 წლის 9 იანვარს გაუგზავნეს, სადაც ჩამოთვლილია 26 კონკრეტული ადამიანი, რომლებიც "ელიტური გარემოცვის წევრები,  კორუმპირებული ფინანსური მუშაკები, პროპაგანდისტები არიან, რომლებიც რეპრესიულ სახელმწიფო აპარატს ამუშავებენ".

 

მსგავსი სიახლეები