გამოჟონილ სიაში მყოფმა პირებმა უნდა გადაწყვიტონ, ჩაყვებიან ივანიშვილს რუსულ ჭაობში, თუ ქართველი ხალხის მხარეს დადგებიან - ბუაძე

10.01.25 13:49
გამოჟონილ სიაში მყოფმა პირებმა უნდა გადაწყვიტონ, ჩაყვებიან ივანიშვილს რუსულ ჭაობში, თუ ქართველი ხალხის მხარეს დადგებიან - ბუაძე

"ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის, საბა ბუაძის თქმით, გამოჟონილ სიაში მყოფმა ადამიანებმა - საუბარია სანქცირების მოლოდინში მყოფ ივანიშვილის გარემოცვის წევრებზე, რომელთა სია მარკო რუბიოს მაგიდაზე უდევს, ახლა უნდა გადაწყვიტონ, ჩაყვებიან "ივანიშვილს რუსულ ჭაობში, თუ ქართველი ხალხის მხარეს დადგებიან" 

გამოჟონილ სიაში მყოფი ადამიანების ნაწილი წარმოადგენენ ბიზნესს. ისინი ივანიშვილთან ერთად ჩვენი სახელმწიფოს ხარჯზე შოულობენ ფულს, თუმცა არის მეორე ნაწილი, რომელსაც ახლა არჩევანი აქვს გასაკეთებელი, ჩაყვებიან ივანიშვილს რუსულ ჭაობში, თუ ქართველი ხალხის მხარეს დადგებიან და დაუჭერენ მხარს იმ ერთადერთ გამოსავალს, რომელსაც შეუძლია ამ ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანა. ეს არის ახალი არჩევნები და ეს არის საქართველოს ევროპული მომავლისთის ბრძოლა", - აცხადებს საბა ბუაძე. 

ამერიკული სანქციები მინიუმ რეჟიმის მხარდამჭერებს ემუქრება - მარკო რუბიოს მაგიდაზე ახლა 25 კაციანი სია დევს. პოტენციურ კანდიდატებს შორის არიან ბიზნესმენებიც, ვინც ოლიგარქის არაღიარებულ ხელისუფლებასთან წლებია თანამშორმლობდნენ. სიის სათავეშია ნოშიკო ნამორაძე - რომლისთვისაც  სამშენებლო ნებართვების უპრობლემოდ გაცემა ერთგვარ ტრადიციად იქცა. ამავე სიაშია ვანო ჩხარტიშვიიი და ჭიათურ-მანგანუმის თანამფლობელი გიორგი კაპანაძე.

მსგავსი სიახლეები