ივანიშვილს რომ ძალაუფლება შეენარჩუნებინა, რუსეთის ინტერესს სცდება და სხვა აქტორების ინტერესებიც იკვეთება - სამადაშვილი

10.01.25 13:34
ივანიშვილს რომ ძალაუფლება შეენარჩუნებინა, რუსეთის ინტერესს სცდება და სხვა აქტორების ინტერესებიც იკვეთება - სამადაშვილი

ოპოზიციაში მიიჩნევენ, რომ “ოცნების“ წარმოამდგენლები უფრო მეტად აღრმავებენ ურთიერთობებს ავტოკრატიულ რეჟიმებთან, ისეთებთან, როგორებიცაა ირანი, ჩინეთი, რუსეთი და სხვა.

კოალიცია “ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, სალომე სამადაშვილი აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილი იმ ქვეყნების ბანაკშია, რომლებიც ავტოკრატიულ რეჟიმს წარმოადგენენ.

ავტოკრატიულ რეჟიმს, მიუხედავად იმის, რომ მათ შეიძლება სხვა მიმართულებით რაღაც სხვადასხვა ინტერესები ჰქონდეთ, აერთიანებთ ერთი საერთო ამოცანა, ისეთებს როგორიცაა, რუსეთი, ჩინეთი, ირანი, არასახელმწიფო აქტორები, ტერორისტული დაჯგუფებები, მათ ერთიანებთ მთავარი ამოცანა და ეს არის დასავლეთის დასუსტება. ბიძინა ივანიშვილი ამ ბანაკში მყარად არის განთავსებული. ინტერესი, რომ ქვეყანაში ივანიშვილი დარჩენილიყო და პოლიტიკური ძალაუფლება შეენარჩუნებინა, თუნდაც არჩევნების გაყალბების გზით, ეს ინტერესი სცდება რუსეთს და სხვა აქტორების ინტერესებიც იკვეთება აქ“- განაცხადა სამადაშვილმა.

ვინ ჩაერია არჩევნებში -ბიძინა ივანიშვილისს გუნდი ამჯერად ამერიკიდან ამხილეს. NDI-ის ყოფილი ხელმძღვანელი  ამბობს, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში, რუსეთის გარდა, “ქართული ოცნების“ სასარგებლოდ ირანი და აზერბაიჯანიც ერეოდნენ.

 

 

მსგავსი სიახლეები