გაძვირებული ბენზინი - ქუთაისში მძღოლების აქცია გაიმართა

21.03.21 19:01
გაძვირებული ბენზინი - ქუთაისში მძღოლების აქცია  გაიმართა

ქუთაისში  საწვავის გაძვირებას აპროტესტებენ. მძღოლებმა და სამოქალაქო აქტივისტებმა ქალაქში მსვლელობა მანქანებით გამართეს. მძღოლები ხელისუფლებას საწვავის ფასის კლებას სთხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, პროტესტის გაგრძელებას აპირებენ.

ერთი კვირაა მანქანა დაყენებული მყავს და ვერ გამოვდივარ რომ ვიმუშავო.რამდენიმე გამაფრთხილებელი აქცია გავაკეთეთ, მაგრამ მთავრობა არაფერს შვება რომ ადამიანურად ვიცხოვროთ, - ამბობს მძღოლი.