"ჩვენ დღეს რუსეთს ვებრძვით!"- სინდისის პატიმრების მხარდასაჭერად სასამართლოში ანდრო ჭიჭინაძის დედა მივიდა
სინდისის პატიმრების მხარდასაჭერად სასამართლოში ცოტა მსახიობ ანდრო ჭიჭინაძის დედა მივიდა. ქალი, რომლის შვილიც გუშინ 10 პირთან ერთად, მოსამართლე ქეთევან ჯაჭვაძემ პატიმრობაში გაუშვა.
ლიკა გუნცაძე ამბობს, რომ დღეს ქვეყანას "რუსი მართავს".
ცნობილი მსახიობის დედა სხვა პოლიტიკური პატიმრის მშობლებს ამხნევებს და ამბობს, რომ "ყველაფერი კარგად იქნება":
ღმერთმა ქნას, რომ (მოსამართლეში) სინდისის ნატამალმა გაიღვიძოს - ადამიანები იქ ზიან, რა ვიცი მოსამართლეები არიან?! დიპლომებიც კი არ აქვთ ამ მოსამართლეებს. ისინი მოსამართლეები არ არიან, ისინი ჯალათები არიან და ასრულებენ დავალებას. ეს არ არის სასამართლო, ეს არის უბედურება. სრულიად უდანაშაულო ბიჭები დაპატიმრებულები არ არიან, ისინი არიან, ტყვეები არიან.
(ებრძვიან) იმიტომ რომ ახალგაზრდები არიან, კარგები არიან, პატრიოტები არიან და ქვეყნის სადარაჯოზე დგანან.
თავში დარტყმა, თირკმელებში დარტყმა რუსული მეთოდია, თავისი ე.წ. ტიტუშკებიანად. ჩვენ ფაქტობრივად რუსეთს ვეომებით. რუსი მარტავს ამათი (ქართული ოცნების) ხალით.
მშობლებს ვეტყოდი, მხნედ იყვნენ, ყველაფერი კარგად იქნება"- აცხადებს ანდრო ჭიჭინაძის დედა.
თბილისის საქალაქო სასამართლოში სინდისის პატიმრების პროცესი დაიწყო. გუშინდელი მძიმე დღის შემდეგ, ახლა მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძემ უნდა გადაწყვიტოს, გაუხსნის ციხის კარს პოლიტიკურ პატიმრებს თუ დატოვებს მათ ისევ საპყრობილეებში.
ევროკავშირის და საქართველოს დროშებით, ქუჩაში გასულ ახალგაზრდებს ჯგუფურ ძალადობას ედავებიან და მრავალ წლიანი პატიმრობით ემუქრებიან.
გუშინ, 10 იანვარს მოსამართლემ ანალოგიურ საქმეზე ქეთევან ჯაჭვაძემ თერთმეტი პირი, მათ შორის იყო მსახიობი ანდრო ჭიჭინაძე, იუმორისტი ონისე ცხადაძე, სტუდენტი თორნიკე კიკნაძე პატიმრიბაში დატოვა.