პრეზიდენტი: გუშინ სრულად უდანაშაულო ადამიანების სასამართლო იყო, ეს მოსამართლემაც იცის

11.01.25 16:37
 პრეზიდენტი: გუშინ სრულად უდანაშაულო ადამიანების სასამართლო იყო, ეს მოსამართლემაც იცის

ისინი სრულად უდანაშაულო ადამიანები არიან, ეს მოსამართლემაც იცის - ასე ეხმაურება საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე პროცესებსაც, სადაც პროევროპული დემონსტრაციებისას დაკავებული პირების საქმეები განიხილება. 

როგორც ზუგდიდში, მოსახლეობასთან შეხვედრაზე ზურაბიშვილმა განაცხადა, პოლიტიკური პატიმრები  განთავისუფლდებიან, როგორც ქვეყანა განთავისუფლდება.

გუშინ იყო სასამართლო, სრულიად უდანაშაულო ახალგაზრდები, ყველამ ძალიან კარგად იცის და იმ მოსამართლემაც ძალიან კარგად იცის, ვინც იქ იჯდა, რომ იქ არაფერი ჯგუფური ძალადობა არ ყოფილა და არც არანაირი დანაშაული. და ესენი განთავისუფლდებიან, როგორც ქვეყანა განთავისუფლდება.

ეს რეჟიმი დასრულდება, რადგან საქართველოს ქალაქებში დგანან ნამდვილი საზოგადოების წარმომადგენლები. ის ადამიანები, რომლებმაც ერთხელ და სამუდამოდ არჩიეს, რომ უფრო უყვართ ქვეყანა, ვიდრე ნებისმიერი პარტია. რომ უფრო უყვართ სამშობლო, ვიდრე ნებისმიერი პარტია და ეს არის სიახლე ამ ქვეყანაში“, - თქვა სალომე ზურაბიშვილმა.

გუშინ, 10 იანვარს  მოსამართლე  ქეთევან ჯაჭვაძემ თერთმეტი პირი, მათ შორის მსახიობი ანდრო ჭიჭინაძე, იუმორისტი ონისე ცხადაძე, სტუდენტი თორნიკე კიკნაძე პატიმრიბაში დატოვა. 

დღეს კი თბილისის საქალაქო სასამართლოში კიდევ 8 სინდისის პატიმრის პროცესი მიმდინარეობს. 

ევროკავშირის და საქართველოს დროშებით, ქუჩაში გასულ ახალგაზრდებს ჯგუფურ ძალადობას ედავებიან და მრავალ წლიანი პატიმრობით ემუქრებიან.

მსგავსი სიახლეები