ბათუმში დააკავეს ჩვენი გუნდის ახალგაზრდული ორგანიზაციის ერთ-ერთი ლიდერი, მათე ცენტერაძე - "გახარია საქართველოსთვის"

11.01.25 22:41
ბათუმში დააკავეს ჩვენი გუნდის ახალგაზრდული ორგანიზაციის ერთ-ერთი ლიდერი, მათე ცენტერაძე - "გახარია საქართველოსთვის"

"გახარია საქართველოსთვის" საგანგებო განცხადებას ავრცელებს - ყოფილი პრემიერის გუნდი სოციალურ ქსელში წერს, რომ ბათუმში მათივე პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის ერთ-ერთი ლიდერი, მათე ცენტერაძე დააკავეს.

"გახარია საქართველოსთვის" კატეგორიულად მოითხოვს, რომ დროულად გათავისუფლდეს მათე ცენტერაძე და ყველა უკანონოდ დაკავებული პირი.

ბათუმში დააკავეს ჩვენი გუნდის ახალგაზრდული ორგანიზაციის ერთ-ერთი ლიდერი, მათე ცენტერაძე. რეჟიმი აგრძელებს ახალგაზრდებზე ნადირობას.  მოვითხოვთ, დროულად გათავისუფლდეს მათე და ყველა უკანონოდ დაკავებული პირი!" - წერს პარტია "გახარია საქართველოსთვის".

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები მოქმედებაზე გადავიდნენ - თბილისის გარდა, პოლიციამ ბათუმში 10-მდე მოქალაქე დააკავა.

მსგავსი სიახლეები