პოლიცია მოქმედებაზე გადავიდა - ბათუმში 10-მდე პირი დააკავეს

11.01.25 22:34
პოლიცია მოქმედებაზე გადავიდა - ბათუმში 10-მდე პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები მოქმედებაზე გადავიდნენ - თბილისის გარდა, პოლიციამ ბათუმში 10-მდე მოქალაქე დააკავა.

როგორც თვითმხილველი იტყობინება, ევროპული მომავლის მცველი თათია აბულაძე სასამართლოსთან დააკავეს, დანარჩენები კი ბათუმის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან აიყვანეს.

"ციალა ქათამიძე და ვაჟა დარჩია პოლიციამ სამმართველოში შეათრია" - ამბობს მოქალაქე "ტვ პირველის" ეთერში და აღნიშნავს, რომ ვინც, კი პოლიციას შეეპასუხებოდა, ყველას იჭერდნენ.

სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გამო, დღეს გქვონდა მსვლელობა ქალაქის მთავარ სამმართველოსთან. პირველი დაკავების ფაქტი მოხდა სასამართლოსთან. იქ გადასვლამდე პროვოკატორი შემოგხვდა, რომელიც აქციის მონაწილეებისადმი იგინებოდა. აქციის მონაწილეების მოთხოვნა იყო პოლიციისადმი, რომ რეაგირება მოეხდინათ, მაგრამ არათუ რეაგირება მოახდინეს, არამედ ახალგაზრდა გოგონა დააკავეს.

მთავარ სამმართველოსთან რომ მოვედით, ორი ადამიანი, ციალა ქათამაძე და ვაჟა დარჩია პოლიციამ სამმართველოში შეათრია. ვინც, კი პოლიციას შეეპასუხებოდა, იჭერდნენ და სამმართველოში გადაჰყავთად. 10-მდე ადამიანია დაკავებული ამ დროისთვის", - ამბობს მოქალაქე. 

თბილისში, პირველი რესპუბლიკის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე საპროტესტო აქციის ერთ-ერთი მონაწილე დააკავეს - კადრებში, რომელიც სოციალურ ქსელში ვრცელდება, ჩანს, თუ როგორ ადებენ ხელბორკილებს პოლიციის თანამშრომლები მიწაზე დაგდებულ ადამიანს ძალის გამოყენებით.