რეჟიმის მსახურების მძიმე შვებულება - "ოცნების" დეპუტატები ახალ სკანდალში გაეხვნენ
მონას და მოღალატის შეძახილმა ირაკლი ზარქუა იმდენად გააბრაზა, რომ სასტუმროს კაფეტერიაში დანაშაული დაგეგმა და აღასრულა. ვიდეომასალაში ჩანს, რომ "ოცნების" დეპუტატი ლაშა გაბიტაშვილთან თეფშით მიდის და სახეში საკვებს აყრის, ამის შემდეგ კი მუშტი-კრივი იწყება.
ზარქუამ სისხლის სამართლის დანაშაული ორ წლამდე ბავშვის თანდასწრებით ჩაიდინა. ასე დაიწყო ირაკლი ზარქუას არაბული არდადეგების კიდევ ერთი დილა. თუმცა ზარქუა მარტო არ ყოფილა, სამშობლოს გამყიდველის სტატუსი, როგორც ჩანს, შეურაცხმყოფელი აღმოჩნდა ვიქტორ სანიკიძისთვისაც. ბურთი არა, თუმცა ყოფილი კალათბურთელისთვის დღეს მთავარი იარაღი მუშტი აღმოჩნდა.
ივანიშვილის რეჟიმის სახე ვიქტორ სანიკიძე თავდასხმაზე დღეს გადავიდა. არადა გუშინ, როდესაც მონას და მოღალატეს ეძახდნენ, დუმილით შეხვდა. ამას სოციალურ ქსელში დიდი რეზონანსი მოჰყვა, ამიტომ გუშინ შებღალული რეპუტაციის აღდგენას ის დღეს განსაკუთრებით ცდილობდა.
კადრებში ჩანს "ოცნების" კიდევ ერთი დეპუტატი გელა სამხარაული. ისიც გუშინ ჩუმად იყო, დღეს კი როდესაც ხედავდა, რომ კამერით უღებდნენ, ცდილობდა თავს დასხმოდა მოქალაქეს, რომელმაც გუშინ მონა ეძახა.
ზარქუა-სანიკიძის დაჯგუფებას ზურგს კიდევ ერთი ადამიანი უმაგრებს. ის რესტორანში ჩხუბის შემდეგ სწრაფი ნაბიჯებით შედის და თეფშს გიორგი გოგოლაძეს ესვრის. გიორგი გოგოლაძე "ქართული ოცნების" ლიდერებთან მჭიდრო კავშირში მყოფი პირია. უცნობია, გოგოლაძე აბუდაბიში ქოლთ ფლეის კონცერტზე ზარქუას ჯგუფთან ერთად იყო თუ დამოუკიდებლად. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ის ახლა დაკავებულია.
კადრებში ჩანს ახალგაზრდა ქალიც. ის მარიამ ბაგრატიონია, საქართველოს სამეფო დინასტიის წარმომადგენელი იმერელი ბაგრატიონების შტოდან. საოპერო მომღერალი დღეს თეფშებით ორთაბრძოლის ეპიცენტრში იყო და ყველაფერს აკეთებდა "ოცნების" წევრების დასაცავად.
ვრცლად ნახეთ გუგა არჩვაძის რეპორტაჟში.