მზია ამაღლობელის საქმე - პროკურატურა ჟურნალისტის პატიმრობას ითხოვს
მზია ამაღლობელის საქმე - პროკურატურა ჟურნალისტის პატიმრობას ითხოვს - როგორც "პირველების" კორესპოდენტი ადგილიდან იუწყება, დაცვის მხარე "ნეტგაზეთისა" და "ბათუმელების" დამფუძნებლის 100 000 ლარიანი გირაოთი გათავისუფლების შუამდგომლობას აყენებს.
პროცესი ბათუმის საქალაქო სასამართლოში ამ წუთებში მიმდინარეობს.
ბრალდების მხარე მზია ამაღლობელს პოლიციელზე თავდასხმას ედავება და მისთვის ორთვიანი წინასწარი პატიმრობის შეფარდებას ითხოვს.
"დაზარალებული" ბათუმის პოლიციის შეფი ირაკლი დგებუაძეა, რომელმაც თვითმხილველების თქმით, ჟურნალისტს აგინა შემდგე კი მის დაკავების ბრძანება ტელეკამერების წინ გასცა.
ამასთან, სასამართლო პროცესზე ჟურნალისტების ნაწილი არ შეუშვეს - ისინი ფოიეში არიან და სკანდირებენ: „შეგვიშვით“.
ცნობისთვის, მზია ამაღლობელი ბათუმში, პოლიციის მთავარ სამმართველოსთან 11 იანვარს მიმდინარე აქციის დროს, თავდაპირველად, ადმინისტრაციული წესით დააკავეს, დაახლოებით ორ საათში გამოუშვეს. გათავისუფლებიდან რამდენიმე წუთში კი, ის სამმართველოსთან კვლავ დააკავეს.
გამოცემა "ბათუმელების" დამფუძნებელს რეჟიმმა ბრალი ოფიციალურად 13 იანვარს წარუდგინა. მზია ამაღლობელს პოლიციელზე თავდასხმის, 353-ე პრიმა მუხლით გაასამართლებენ. ბრალის დადგენილება პროკურორებმა ჟურნალისტს ბათუმის იზოლატორში გააცნეს. დაკავებული ქალი ახლა დუმილის უფლებას იყენებს. ჟურნალიტის ინტერესებს სასამართლოში "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" დაიცავს.
საიაში ამბობენ, რომ: მზია ამაღლობელის საქმეში პატიმრობის გამოყენების საფუძველი არ არსებობს.
მუხლი, რომელიც მზია ამაღლობელს წარუდგინეს, 7 წლიან პატიმრობას ითვალისწინებს.
ფოტო: რადიოთავისუფლება