თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ქართველ მესაზღვრეებს პროფესიული დღე რუსი სამხედროს ფოტოთი მიულოცა

22.03.21 11:15
თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ქართველ მესაზღვრეებს პროფესიული დღე რუსი სამხედროს ფოტოთი მიულოცა

თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, დავით სუჯაშვილმა მესაზღვრეებს პროფესიული დღე რუსი სამხედროს ფოტოთი მიულოცა. 

ფოტო სუჯაშვილის Facebook-ის პირად გვერდზე რამდენიმე საათი იდო, თუმცა როცა ფეისბუქის მომხმარებლებმა  თავდაცვის მინისტრის მოადგილეს კრიტიკული კომენტარებუ დაუწერეს,დავით სუჯაშვილმა ფოტო წაშალა და მოგვიანებით ბოდიშიც მოიხადა.მინისტრის მოადგილე ამტკიცებს, რომ სოციალურ ქსელს ადმინისტრაცტორი მართავს, რომელმაც შეცდომა დაუშვა.