"ოცნება" სრულ იზოლაციაში - ხიდაშელი ამბობს, რომ ივანიშვილის რეჟიმს "საერთაშორისო ფორუმზე მეგობრები, არცერთ ბანაკში აღარ ჰყავს"
"ოცნების" რეჟიმი სრული საერთაშორისო იზოლაციაში - თავდაცვის ყოფილი მინისტრი, თინა ხიდაშელი ამბობს, რომ ივანიშვილის რეჟიმს საერთაშორისო ფორუმზე მეგობრები, არცერთ ბანაკში აღარ ჰყავს და სწორედ ამიტომ არ მიიწვიეს წლის გამხსნელ ორ ღონისძიებაზე - დავოსის და მიუნხენის საერთაშორისო კონფერენციაზე.
ხიდაშელის თქმით, ეს იქნება პირველი კონფერენცია იქნება მიუნხენში, სადაც საქართველო საგარეო და თავდაცვის მინისტრები არ იქნებიან მიწვეულები.
თავდაცვის ყოფილი მინისტრი მიუნხენის კონფერენციის მნიშვნელობაზე საუბრობს და ამბობს, რომ ის ქვეყნის თავდაცვიუნარიანობისა და უსაფრთხოებისთვის უდიდესი შესაძლოებლობის მქონეა.
ყველა წელი იწყება 2 მთავარი პარალელული ღონისძიებით - ერთი ეს არის ეკონომიკაში და ეს არის დავოსის ფორუმი და მეორე ეს არის - დავდაცვა, უსაფრთხოება, სახელმწიფოების გამძლეობა და სიმტკიცე მომატებული საფრთხეების წინაშე და ეს არის მიუნხენის კონფერენცია. არცერთ ამ ორ წლის გამხსნელ ღონისძიებაზე "ოცნება" მიპატიჟებული არ არის და არ მიიღებს მონაწილეობას. სხვათაშორის, აუცილებლად უნდა ვთქვა, 2012 წელს, როდესაც ხელისუფლება შეიცვალა და ბიძინა ივანიშვილს მაშინ მაინცდამაინც არ იცნობდნენ, შესაბამისად, სათუო იყო დაპატიჟება ამ ორ ფორუმზე, ის კაცი, რომელმაც ივანიშვილი თავად წაიყვანა დავოსის ფორუმზე და წარუდგინა მთელ ცივილიზებულ ბიზნესს იყო ჯორჯ სოროსი, აი ის ჯორჯ სოროსი, რომელზეც დღეს ძალიან ბევრს ლაპარაკობენ. მან წარადგინა ბიძინა ივანიშვილი დავოსის ფორუმზე, მან გამოუგზავნა მოწვევა და მისი ინიციატივით და მისი მხარდაჭერით მოხდა მისი და იმდროინდელი მთავრობის წარდგენა დავოსის ფორუმზე. საქართველოს ხელისუფლებას საერთაშორისო ფორუმზე მეგობრები აღარ ჰყავს, არცერთ ბანაკში, მეგობრები, რომლებიც შეძლებენ ასეთი ხიდი გახდნენ მასსა და საერთაშორისო თანამეგობრობას შორის, იმიტომ, რომ ყველა გადაიმტერეს, ყველა გადაიკიდეს. პირველი კონფერენცია იქნება მიუნხენში, სადაც საქართველო საგარეო და თავდაცვის მინისტრები არ იქნებიან მიწვეულები. არვიცი, ეგეთი დღე და წელი მე არ მახსოვს, როდესაც რამე მსგავსი მომხდარიყოს", - აცხადებს თინა ხიდაშელი.
"პირველებს" მთავრობის ადმინისტრაციაში დაუდასტურეს, რომ არც დავოსის ეკონომიკურ ფორუმში და არც თებერვალში გასამართ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაში საქართველო მონაწილეობას არ მიიღებს.
კითხვაზე - "ოცნება" არ მიიწვიეს ამ საერთაშორისო მნიშვნელობის ღონსიძიებაზე, თუ ივანიშვილის გუნდმა თავად გადაწყვიტა არ დასწრება - ადმინისტრაციას პასუხი არ გაუცია.