დავოსში შეიძლებოდა, რომელიმე არაბ შეიხს მაინც ჩამოერთმია ხელი, მაგრამ ზარქუამ და სანიკიძემ ისეთი დაატრიალეს, ეს შანსიც დაკარგეს - ჯაფარიძე

16.01.25 18:09
დავოსში შეიძლებოდა, რომელიმე არაბ შეიხს მაინც ჩამოერთმია ხელი, მაგრამ ზარქუამ და სანიკიძემ ისეთი დაატრიალეს, ეს შანსიც დაკარგეს - ჯაფარიძე

კოალიცია "ცვლილებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე ამბობს, რომ დავოსის ეკონომიკურ ფორუმში და მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე "ოცნება" იმიტომ არ მიდის, რომ ხელის ჩამომრთმევიც კი არავინ დარჩა. 

დავოსში შეიძლებოდა, რომელიმე არაბ შეიხს მაინც ჩამოერთმია ხელი, მაგრამ ზარქუამ და სანიკიძემ ისეთი დაატრიალეს, ეს შანსიც დაკარგეს - ამბობს ჯაფარიძე. 

გადაწყვეტილება, რომ მონაწილეობა არ მიიღო არც დავოსის ეკონომიკურ ფორუმში და არც მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე, განპირობებულია იმით, რომ იქ რომ ჩავიდნენ, ხელს არ ჩამოართმევენ არცერთს, ნუ დავოსში ალბათ, პატარა შანსი შეიძლება ყოფილიყო, რომ რომელიმე არაბ შეიხს მაინც ჩამოერთმია ხელი, მაგრამ იმის შემდეგ, რაც ზარქუამ და სანიკიძემ დაატრიალეს იქ, სავარაუდოდ, ეგ შანსიც დაკარგეს, ამიტომ იქ ჩასვლას აზრი არ აქვს, ამიტომ არ ჩადიან იმიტომ, რომ ხელის ჩამომრთმევი არ არის არავინ", - განაცხადა ზურა გირჩი ჯაფარიძემ. 

"პირველებს" მთავრობის ადმინისტრაციაში დაუდასტურეს, რომ არც დავოსის ეკონომიკურ ფორუმში და არც თებერვალში გასამართ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაში საქართველო მონაწილეობას არ მიიღებს.

კითხვაზე - "ოცნება" არ მიიწვიეს ამ საერთაშორისო მნიშვნელობის ღონსიძიებაზე, თუ ივანიშვილის გუნდმა თავად გადაწყვიტა არ დასწრება - ადმინისტრაციას პასუხი არ გაუცია.