"ევროპარლამენტი საქართველოს შესახებ დებატებს 21 იანვარს გამართავს" - იოზვიაკი

16.01.25 19:41
"ევროპარლამენტი საქართველოს შესახებ დებატებს 21 იანვარს გამართავს" - იოზვიაკი

"რადიო თავისუფლების" ბრიუსელის ბიუროს ხელმძღვანელი, რიკარდ იოზვიაკი პლატფორმა X-ზე წერს, რომ ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ დებატები 21 იანვარს გაიმართება.

მისივე ცნობით, რეზოლუციას, რომლითაც "ევროპის სახალხო პარტია" "ქართული ოცნების" დასანქცირებასა და საქართველოში ხელახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას ითხოვს, კენჭს თებერვლის სესიაზე უყრიან. 

ევროპარლამენტი საქართველოს შესახებ დებატებს სამშაბათს, 21 იანვარს გამართავს, მაგრამ რეზოლუციას კენჭი ეყრება თებერვლის სესიაზე", - წერს იოზვიაკი.

ცნობისთვის, "ევროპის სახალხო პარტიამ" ბრიუსელში გამართულ პოლიტიკურ ასამბლეაზე საგანგებო რეზოლუცია მიიღო. EPP ითხოვს, რომ საქართველოში თავისუფალი და სამართლიანი ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს და "ქართულ ოცნებას" სანქციები დაუწესონ.