“შეთანხმებულია პოზიცია ცივილიზებული მსოფლიოსგან, რომ “ოცნების“ წარმომადგენლობა არალეგიტიმურია“- გალდავა

17.01.25 12:47
“შეთანხმებულია პოზიცია ცივილიზებული მსოფლიოსგან, რომ “ოცნების“ წარმომადგენლობა არალეგიტიმურია“- გალდავა

 კოალიცია “ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი, ლანა გალდავა ამბობს, რომ აშშ- ს და დიდი ბრიტანეთის მხრიდან სანქციები დაწესების აუცილებლობზე საუბარი იმის ნიშანია, რომ შეთანხმებულია პოზიცია „ცივილიზებული მსოფლიოსგან, რომ “ოცნების“ წარმომადგენლობა არალეგიტიმურია.“

გალდავა ამ ყველაფრიდან გამოსავალს ახალა თავისუფალ და დემოკრატიულ არჩევნებში ხედავს.

მაშინ როდესაც აშშ ითხოვს სანქციებს, გლობალური მაგნიტსკის აქტით დასანქცირებულები არიან მნიშვნელოვანი ფიგურები, მაშინ როდესაც დიდი ბრიტანეთი აცხადებს სანქციების დაწესების აუცილებლობის შესახებ, ცხადია, რომ მთლიანად შეთანხმებულია პოზიცია იმასთან დაკავშირებით,  ცივილიზებული მსოფლიოსგან, რომ “ოცნების“ წარმომადგენლობა არალეგიტიმურია. აუცილებელია ჩატარდეს თავისუფალი, სამართლიანი, კონკურენტუნარიანი არჩევნები, დაუყოვნებლივ გათავისუფლდნენ პოლიტპატიმრები და ხელისუფლების სათავეში მოვიდნენ ის პროდასავლური ძალები, რომელტა პოლიტიკა იქნება შეთავსებული, ქვეყნის ეროვნულ ინტერესებთან და ხალხთან“, - განაცხადა გალდავამ.

საქართველოში არსებულ პოლიტიკურ კრიზისთან დაკავშირებით ევროპარლამენტარები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ - წამყვანი პოლიტიკოსები პოლიტიკური სიტუაციის გაუარესების გამო ღრმა შეშფოთებას გამოხატავენ და "ქართული ოცნების" ორკესტრირებულ ძალადობაზე შოკირებულები არიან. 

განცხადების ხელმომწერები 2024 წლის 26 ოქტომბერს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებენ და ვადამდელი არჩევნების დანიშვნას ითხოვენ. მოთხოვნათა ჩამონათვალში ბიძინა ივანიშვილისა და ირაკლი კობახიძისთვის სანქციების დაწესებაც შედის. 

"ევროკავშირს და მის წევრ სახელმწიფოებს მოვუწოდებთ, დააწესოს პერსონალური სანქციები ყველა იმ პირის მიმართ, რომლებიც დემოკრატიულ უკუსვლაზე არიან პასუხისმგებლები" - ნათქვამია განცხადებაში. 

ამასთან, ევროპარლამენტარები "ქართული ოცნების" ხელისუფლებისთვის ლეგიტიმაციის მინიჭებას კრძალავენ და საქართველოსთან ევროკავშირის ასოცირების საბჭოს მუშაობის შეწყვეტას ითხოვენ.