ნორმალური განვითარების გზაზე მყოფ არცერთ ქვეყანას ასეთი მძიმე გამოწვევა და იზოლაცია არ ჰქონია, როგორიც საქართველოს აქვს - ჭუმბურიძე
ნორმალური განვითარების გზაზე მყოფ არცერთ ქვეყანას ასეთი მძიმე გამოწვევა და იზოლაცია არ ჰქონია, როგორიც დღეს აქვს საქართველოს - ამის შესახებ ევროკავშირი-საქართველოს ბიზნესსაბჭოს გენერალურმა მდივანმა ზვიად ჭუმბურიძემ სასტუმრო "შერატონში" თავისუფალი ბიზნესის წარმომადგენლები საგანგებო შეხვედრაზე განაცხადა, სადაც ამ წუთებში კრიზისიდან გამოსვლის გზებზე მსჯელობენ.
ჭუმბურიძის თქმით, იზოლირებული და სანქცირებული ხელისუფლება არის დიდი გარანტია იმისა, რომ ქვეყანას გვიან გაზაფხულზე მძიმე ეკონომიკური კრიზისი დაემუქროს.
ნუ მივიყვანთ ისეთ კრიზისამდე ქვეყანას - ეუბნება ივანიშვილის გუნდს ჭუმბურიძე და გამოსავლას ახალ არჩევნებში ხედავს.
ნორმალური განვითარების გზაზე მყოფ არცერთ ქვეყანას ასეთი მძიმე გამოწვევა და იზოლაცია არ ჰქონია, როგორიც დღეს აქვს საქართველოს. ამიტომ, არაღიარებული, იზოლირებული და ამავე დროს სანქცირებული ხელისუფლება არის დიდი გარანტია იმისა, რომ ჩვენ, გვიან გაზაფხულზე მივიღოთ მძიმე ეკონომიკური კრიზისი. ნუ მივიყვანთ ქვეყანას აქამდე, კიდევე რთ ექსპერიმენტს ნუ ჩაატარებს ეს ხელისუფლება და ნუ მივიყვანთ ისეთ კრიზისამდე, როდესაც უკვე არჩევნებიც კი ვერ გამოიყვანს ხელისუფლება და ზოგადად ჩვენს მოქალაქეებს ამ კრიზისიდან", - აცხადებს ზვაიდ ჭუმბურიძე.
ბიზნესმენების შეხვედრა "შერატონში" ორ საათზე მეტია მიმდინარეობს - ბიზნესმენები, ვინც ივანიშვილთან ერთად სანქცირების საფრთხის წინაშეა, დღეს ამ შეკრებაზე არ გამოჩენილან. თავისუფალი მოქალაქეების გვერდით დღეს მხოლოდ თავისუფალი ბიზნესი დადგა.