თურმე სანქცია ყოფილა "ჯილდო", ჩვენ ამას გავუძლებთო, გაუძელი სახლში, ქვეყანაში რას გაუძლებ... - თემურ ჭყონია

17.01.25 19:12
თურმე სანქცია ყოფილა "ჯილდო", ჩვენ ამას გავუძლებთო, გაუძელი სახლში, ქვეყანაში რას გაუძლებ... - თემურ ჭყონია

 

 

ქართულმა ბიზნესმა განგაში გამოაცახადა. ეკონომიკური კოლაფსის თავიდან ასაცილებლად ერთადერთი გზა ახალი არჩევნებია - ამას ამბობს ის ხალხი, ვისზეც ქართული ეკონომიკა დგას.

სასტუმრო "შერატონში", სადაც ბიზნესის წარმომადგენლები საგანგებო შეხვედრას მართავენ, თემურ ჭყონიამ სანქციების ეფექტზე ისაუბრა და თქვა, რომ ამას ქვეყანა ვერ გაუძლებს. 

თურმე სანქცია ყოფილა "ჯილდო", ჩვენ ამას გავუძლებთო, გაუძელი სახლში, ქვეყანაში რას გაუძლებ... - ამბობს ბიზნესმენი და ხაზგასმით აცხადებს, რომ იზოლაციაში ცხოვრება არ შეიძლება. 

თემურ ჭყონიამ შეხვედრაზე ივანიშვილის გუნდის ანტიევროპულ პოლიტიკაზეც ბევრი ისაუბრა და თქვა, რომ "ასე მართვა არ შეიძლება, რომ ჩვენ არ ვიცოდეთ ჩვენი მომავალი"

რომ გვეუბნებიან, 2030 წელს შევალთ ევროპაში, მასე მეც გეტყვით, 2035 წელს მთვარეზე გავფრინდებით ყველა - დამელოდეთ, ეგრე სად არის? - ამბობს ბიზნესმენი. 

თურმე სანქცია ყოფილა "ჯილდო" და ჩვენ ამას გავუძლებთო. ჩვენ სხვა შეხედულება გვაქვს, ვინც აქ ვსხედვართ. შენ შეიძლება გაუძლო, გაუძელი სახლში, მეგობრებში, ქვეყანაში რას გაუძლებ. ერთმა დეპუტატმა თქვა, მე რა მინდა ნიუ-იორკშიო, ყაზბეგში გადავიღებ სურათსო, კი ბატონო, რა გინდა ნიუ-იორკში, ყაზბეგში მშვენიერი ხედებია, მე ნიუ-იორკში მინდა ყაზბეგთან ერთად. 

შეიძლება მოსამართლეებმა კორპორატიულზე ერთად იქეიფონ, შალახო ერთად იცეკვონ და ერთმანეთს არ დაურეკონ, რომ რამეში მხარი არ დაუჭერონ? შეიძლება 10 წუთიან დანაშაულს 4 თვე იკვლევდე? ან კვალიფიკაცია არ გივარგა, ანდ ანაშაული არ არსებობს. დღევანდელი სიტუაცია რომ განიმუხტოს, პრაგმატულად რომ შევხედოთ, საჭიროა არჩევნები, იმიტომ, რომ არ შეიძლება იზოლაციაში ცხოვრება. ის რომ 100 მილიონი არ მოგვცა, 50 მილიონი არ მოგვცა და ჩვენ ბიუჯეტს მაინც შევავსებთ, უნდა გვითხრან მეგობრებო რითი შევავსებთ, უნდა გვითხრან, არ ინერვიულოთ, ჩვენ ამით შევავსებთ. რომ გვეუბნებიან, რომ 2030 წელს შევალთ ევროპაში, მასე მეც გეტყვით, 2035 წელს მთვარეზე გავფრინდებით ყველა - დამელოდეთ, ეგრე სად არის? არ შეიძლება ასე მართვა, რომ ჩვენ არ ვიცოდეთ ჩვენი მომავალი. ჩვენ არ ვიცით სტრუქტურა როგორია ქვეყანაში და ყვეალფერს თავს ვუქნევთ და თავი თუ არ დავუქნიეთ, ვართ ქვეყნის მოღალატე, ჯაშუში", - განაცხადა თემურ ჭყონიამ. 

თავისუფალი ბიზნესის წარმომადგენლები საგანგებო შეხვედრას მართავენ. სასტუმრო "შერატონში" ბიზნესმენები ქვეყანაში შექმნილ კრიზისზე და მისი თავიდან აცილების მეთოდებზე მსჯელობენ.