პოლიციის მაღალჩინოსნის მდიდრული ცხოვრება და სკანდალური საქმეები - ვინ არის ირაკლი დგებუაძე?

18.01.25 20:09
პოლიციის მაღალჩინოსნის მდიდრული ცხოვრება და სკანდალური საქმეები - ვინ არის ირაკლი დგებუაძე?

ვინ არის ირაკლი დგებუაძე -  ბათუმის პოლიციის უფროსი რომელმაც ჟურნალისტ მზია ამაღლობლის ციხეში გაშვება საკუთარ თავზე აიღო, მანამდე არა ერთ სკანდალშია მხილებული.

დგებუაძეს, რომელიც აჭარის პოლიციის უფროსის, გრიგოლ ბესელიას ახლო გარემოცვის წევრია, ძალადობაში მანამდე არა ერთხელ ამხელდნენ: 

  • ბათუმის მერიის თანამშრომელი რამაზ ირემაძე, რომელიც ინკლუზიური განთლების ცენტის პედაგოგია  თვალზე ამ დრომდე ეტყობა ირაკლი დგებუაძის თავდასხმის  კვალი. 6 დღე ლანჩხუთის იზოლატორში იყო. ირემაძე ამბობს, რომ 11 იანვარს საპრტოტესტო აქციაზე  დგებუაძემ დააკავა. 
  • გენრი დოლიძე, რომელიც 2023 წლის 31 ივლისს  ბათუმის პორტში რუსული საკრუიზო გემის შემოსვლას აპროტესტებდა, რუსების წინააღმდეგ ხმის ამოღების გამო ის დააკავეს. მისი თქმით,  ბათუმის პოლიციის უფროსმა, ირაკლი დგებუაძემ წაქცეულს ურტყა.  გენრი 22 პირთან ერთად დააკავეს. დოლიძე იხსენებს რომ დგებუაძემ თითქმის ყველაზე იძალადა. 
  • გენრი დოლიძემ გენ ინსპექციაში ირაკლი დგებუაძეს სამედიცინო დასკვნის საფუძველზე უჩივლა, სადაც მისი მრავლობითი დაზიანებები იყო ასახული, თუმცა გამოიძიეს ის რომ არაფერი გამოუძიებიათ. 

როგორც ირკვევა, ირაკლი დგებუაძე მდიდრული ცხოვრებით ცხოვრობს - პოლიციის შეფი ბოლოს პარიზში ღამის კლუბების მფლობელთან, მოდელ მარიკა გერლიანთან ერთად იმყოფებოდა. 

ბათუმის ღამის კლუბების ბიზნესში, მოქალაქე მარიკა გერლიანი 2023 წლის 26  ივნისიდან ჩნდება, სწორედ ამ დღეს რეგისტრირდება, ის ბიზნესის რეესტრში, როგორც ბიზნესოპერატორი.

"შაბათის ეთერს" არაერთი წყარო პირად საუბარში უდასტურებს, რომ კლუბების "ბოჰემას" და "ალოჰას" ბიზნესი, ირაკლი დგებუაძემ ბათუმის პოლიციის შეფად დანიშვნის შემდეგ დაიწყო.  მართვა კი მასთან ერთად თანაცხოვრებაში მყოფ მარიკა გერლიანს მიაბარა.

  • ირაკლი დგებუაძე ბათუმის პოლიციის უფროსად 2022 წლის თებერვალში დაინიშნა, ღამის კლუბების ბიზნესი კი მასთან თანაცხოვრებაში მყოფი მარიკა გერლიანის სახელზე 2023 წლის ივნისიდან გაჩნდა, იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის მონაცემებით მანამდე ქალბატონი მარიკა არანაირი ბიზნესის მფლობელი ან დირექტორი არ ყოფილა. საჯარო წყაროებში იძებნება ინფორმაცია მასზე , როგორც სახლის ხელნაკეთი ნივთების ოსტატზე, ეს საქმიანობა პანდემიის პერიოდში დაიწყო. 

მას შემდეგ რაც, საიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ დაკავების შემდეგ ირაკლი დგებუაძე ჟურნალისტს მზია ამაღლობელს, პოლიციის განყოფილებში სახეში აფურთხებდა და მის ცემას ცდილობდა პოლიციის შეფი საჯარო სივრცეში აღარ გამოჩენილა.  

პოლიციის მაღალჩინოსნის ბათუმის ღამის კლუბებთან კავშირების დადგენის დროს, "შაბათის ეთერისთვის" კიდევ ერთ ამბავი დეტალი ხდება ცნობილი.

"ტვ პირველის" გამომძიებელკი ჟურნალისტებისთვის მოწოდებუოლი ინფორმაციით, ახალი წლის ღამეს ირაკლი დგებუაძემ და მისმა შეფმა გრიგოლ ბესელიამ ბათუმის ერთ ერთ ცნობილი კლუბის მუნის დაცვის თანამშრომლები სავარაუდოდ სცემეს.

ამავე ინფორმაციის თანახმად, დაპირისპირება ღამის კლუბში 1 იანვარს ღამის 01-დან 02 საათამდე შუალედში მოხდა.

პოლიციელები ღამის კლუბის დაცვაზე გაბრაზდნენ და მათ ქუჩური წესებით დაუპირისპირდნენ, წყარო "შაბათის ეთერს" უყვება, რომ, ამ დროს სცემეს კლუბის დაცვის თანამშრომელი.

ბათუმის პოლიციის შეფი ირაკლი დგებუაძე  წლებიასისტემის სანდო კადრია - სამოქალაქო აქტივისტებმა დგებუაძე  შვილმოკლული მამის ზაზა სარალიძის აქციაზეც გადაიღეს.  მაშინ დგებუაძე რუსთაველის გამზირზე საიდუმლო მისიით ხალხზე სათვალთვალოდ იყო მივლენილი.

ვინ არის ირაკლი დგებუაძე - თამთა დოლენჯაშვილის სპეციალური რეპორტაჟი