პოლიტიკიდან წასვლას არ ვაპირებ - გიორგი გახარია

22.03.21 11:44
პოლიტიკიდან წასვლას არ ვაპირებ - გიორგი გახარია

ყოფილი პრემიერი გიორგი გახარია ტვ პირველთან ექსკლუზიურად აცხადებს, რომ პოლიტიკიდან არსად წასვლას არ აპირებს.

პირველი მინდა გითხრათ, რომ უამრავი ჭორი დადიოდა არსად წასვლას არ ვაპირებ, არც პოლიტიკიდან არ წავალ, გეგმებს მივყვებით, ჩვენს დღის წესრიგს, რაც მოგვცემს საშუალებას რომ უახლოეს პერიოდში ყველაფერი გაგიზიაროთ და დეტალურად მოგიყვეთ, ყველა კითხვას პასუხები გაეცემა - ამბობს გახარია.

ჟურნალისტის კითხვაზე, უსმენდნენ თუ არა მას კახა საბანაძის მსგავსად გახარია ამბობს, რომ მსგავს ფაქტს გამორიცხავს. 

შეგახსენებთ, რომ გიორგი გახარიამ პრემიერის პოსტი 18 თებერვალს დატოვა.