გაქცევა ოფშორებიდან - ივანიშვილი პანამის ოფშორულ ზონასაც ტოვებს
გაქცევა ოფშორებიდან - მკვლევარები ამბობენ, რომ ბიძინა ივანიშვილი დაჩქარებული ტემპით ცდილობს ქონება ოფშორული ზონებიდან საქართველოში გადმოატანინოს.
ცნობიოლი ხდება, რომ ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებიდან ქონების საკუთარ ვაჟზე, უტა ივანიშვილის სახელზე გადაფორმების სერიის შემდეგ, ივანიშვილი ტოვებს პანამის ოფშორულ ზონასაც.
ირკვევა, რომ Limestone Finance International-ზე რეგისტრირებული კომპანიები ქართულ სააქციო საზოგადოებაზე ივანიშვილმა ახალი წლის ღამეს გადააფორმა.
საკუთარ სახელზე, საქართველოში გადმოფორმებული კომპანიების ჩამონათვალი:
- შპს "ახალი კაპიტალი - როსტომ მეფის სასახლე, ფართები "ქარვასლაში",
- შპს "ოლდ სითი პლიუსი" - სასტუმრო ერეკლე მეფის ქუჩაზე,
- შპს "ძველი უბანი" - სასსტუმრო ყოფილი ჟურნალისტის სახლის ადგილას ერეკლე მეორეს ქუჩაძე,
- შპს " სანაპიროს ხედი" - ქონება აბასთუმანში (ყოფილი ტუბ-საავადმყოფო)
- შპს "აბასთუმანი 2019 - ივანიშვილის რეზიდენცია აბასთუმანში,
- შპს "ივესტ კაპიტალი" - მიწის ნაკვეთები ივანიშვილის სოლოლაკის რეზიდენციის მიმდებარედ,
- შპს "ჯეოფერტი" - სასუქების წარმოება,
- შპს "ბლექსი არენა",
- შპს "ქართუ კონსალტინგი"
უფრო კონკრეტულად, ააიპ "საგამოძიებო ბიუროს" ხელმძღვანელის, ირაკლი აბესაძის ინფორმაციით, 2024 წლის 31 დეკემბერს ივანიშვილთან გამოცხადდა ნოტარიუსი და მის სახელზე საქართველოში რეგისტრირებულ სს ,,ტერა”-ს სახელზე პანამის ოფშორული კომპანიიდან ,,ლაიმსთოუნ ფაინანს ინთერნეიშენალ” გადმოაფორმა ყველა კომპანია.
აბესაძე ამბობს, რომ საკუთარი ქონების უსაფრთხოებაზე პანიკური ზრუნვით, ივანიშვილი კიდე უფრო ზრდის ქართული ბიზნეს სუბიექტების (ბანკების, სამშენებლო თუ სხვა კომპანიების) და საბოლოოდ სახელმწიფოს სანქცირების რისკს.
ივანიშვილი ვერ ენდობა ვერცერთ სხვა იურიდიქციას, ვერცერთ ოფშორულ ზონას, სადაც ის მნიშვნელოვან საგადასახადო შეღავათებს იღებდა. ახლა ივანიშვილი ცდილობს, მთელ მის ქონებას თავი საქართველოში მოიყაროს პერსონალურად მისი და მისი ოჯახის წევრების სახელზე. ეს კი კიდევ უფრო მეტად ზრდის საქართველოში კერძო ბიზნესის მეორეული სანქცირების რისკს. ასევე ზრდის სახელმწიფოს სანქცირების რისკს"- ამბობს აბესაძე.
ცნობისთვის, ამ დროისთვის კაიმანის კუნძულებზე ოლიგარქს საპარტნიორო ფონდი რჩაბა.
იქმდე ვიდრე პანამის ოფშორულ ზონიდან ქონებების გადმოტანის შესახებ გახდებოდა ცნობილი. "შაბათის ეთერმა" მოიპოვა და გაასაჯაროვა მტკიცებულებები, რომელიც ადასტურებდა, რომ 31 დეკემბერს, ბიძინა ივანიშვილის უფროსმა ვაჟმა ახალი ჰოლდინგი დააფუძნა. ექსპერტები ამბობენ, რომ სასწრაფო წესით, 3 საათში რეგისტრირებული კომპანია ოლიგარქს სავარაუდოდ ქონების გადასამალად სჭირდება.