ჯებირების საქმე - ოკრიბელაშვილსა და მეფარიშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ, ორივე მათგანი საპატიმროს 10 თვეში დატოვებს

20.01.25 13:35
ჯებირების საქმე - ოკრიბელაშვილსა და მეფარიშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ,  ორივე მათგანი საპატიმროს 10 თვეში დატოვებს

მოსამართლე ნინო გუდაძის გადაწყვეტილება ცნობილია - "პირველების" კორესპოდენტის თქმით, ომარ ოკრიბელაშვილსა და საბა მეფარიშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ.

ორივე ახალგაზრდა  საბყრობილეს 10 თვეში დატოვებს. 

ომარ ოკრიბელაშვილს და საბა მეფარიშვილს სასჯელის სახედ 3 წელი განესაზღვრათ, რაც ამნისტიით 2,5 წელი გახდა. აქედან ერთი წელი პირობით სასჯელად ჩაითვალა, ხოლო წელიწად-ნახევარი - სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელად. ომარ ოკრიბელაშვილი და საბა მეფარიშვილი 8 თვეა სასჯელს იხდიან, შესაბამისად, ისინი პენიტენციურ დაწესებულებაში კიდევ 10 თვეს გაატარებენ.

ცნობისთვის, 20 და 23 წლის ახალგაზრდები სამართალდამცავებმა 14 მაისს დააკავეს. მათ ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით აქვს წარდგენილი, რაც ნივთის ჯგუფურად დაზიანებას გულისხმობს.