ყარს ქართული მართლმსაჯულება - გიორგი თავართქილაძე
სიმართლე გაანგრევს ამ ამძორებულების აშენებულ კედელს - ამის შესახებ კინორეჟისორმა გიორგი თავართქილაძემ თბილისის საქალაქო სასამართლოში განაცხადა, სადაც თემქის პოლიციასთან დაკავებული რეჟისორის, გურამ მაცხონაშილის პროცესი მიმდინარეობს.
"აქ (სასამართლოში) შემოსვლისას იგრძნობა ეს საზარელი სუნი - ყარს ქართული მართლმსაჯულება! არ ვიცი ამათგან რა იმედი უნდა მქონდეს. იმედი მაქვს სიმართლის, რომელიც ამ ამძორებულების აშენებულ კედელს გაანგრევს. არ ვიცი, ჯარიმით გამოუშვებენ თუ არა გურამ მაცხონაშილს, თუ რამდენიმე დღე დატოვებენ, თუმცა საბოლოო ჯამში სამართლიანობა აუცილებლად გაიმარჯვებს"- თქვა რეჟისორმა.
გურამ მაცხონაშილი ის რეჟისორია, ვინც პოლიციამ თემქაზე პროტესტის გამოხატვის გამო ხუთ მეგობართან ერთად დააკავა.
დღეს მოსამართლემ უნდა გადაწყვიტოს ჯარიმით გაათავისუფლებენ რეჟისორს თუ 15 დღიან პატიმრობაში გაუშვებენ.