ზურაბიშვილი: "საზოგადოება ინაუგურაციაზე მოსამართლეების შემობრძანებას ტაშით მიეგება, ნეტავ ამას ჩვენთან როდის ვეღირსებით"

20.01.25 20:26
ზურაბიშვილი: "საზოგადოება ინაუგურაციაზე მოსამართლეების შემობრძანებას ტაშით მიეგება, ნეტავ ამას ჩვენთან როდის ვეღირსებით"

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელიც ამ წუთებში ვაშინგტონში, კაპიტოლიუმის შენობაში იმყოფება, სოციალურ ქსელში წერს, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დარბაზში მისვლას საზოგადოება ტაშით შეეგება.

"ჩვენთან ამას ნეტავ როდის ვეღირსებით!?" - აღნიშნავს სალომე ზურაბიშვილი.

როგორ შემშურდა: ინაუგურაციაზე ტაშით მიეგება საზოგადოება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შემობრძანებას! ჩვენთან ამას ნეტავ როდის ვეღირსებით!" - წერს სალომე ზურაბიშვილი.

ამერიკის შეერთებული შტატების 47-ე პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ფიცის დადების ცერემონია თბილისის დროით დღეს, 20 იანვარს, 21:00 საათზე დაიწყება. დონალდ ტრამპი ფიცს უზენაესი სასამართლოს მთავარი მოსამართლის, ჯონ რობერტსის წინაშე, ბიბლიაზე დადებს.

მოსალოდნელია, რომ ტრამპის ინაუგურაციას ამერიკელი კანონმდებლები და სხვა ოფიციალური პირები დაესწრებიან. ასევე დაესწრებიან ოთხი ყოფილი პრეზიდენტი: ბილ კლინტონი, ჯორჯ ბუში, ბარაქ ობამა და ჯო ბაიდენი. 

ინაუგურაციას ასევე დაესწრება რამდენიმე უცხოელი ლიდერი, მათ შორის, საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელიც კაპიტოლიუმში უკვე მივიდა.