სანამ ინაუგურაციის ცერემონიას ვესწრები, ქართველები სოლიდარობის ნიშნად მსვლელობას მართავენ - ზურაბიშვილი
საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი თბილისში მიმდინარე ქართულ-ამერიკული მეგობრობის მარშს სოციალურ ქსელში ეხმაურება.
სალომე ზურაბიშვილი პლატფორმა X-ზე წერს, "სანამ თავისუფლებისმოყვარე საქართველოს სახელით ვესწრები ინაუგურაციის ცერემონიას, ქართველები სოლიდარობის ნიშნად მსვლელობას მართავენ".
სანამ თავისუფლებისმოყვარე საქართველოს სახელით ვესწრები ინაუგურაციის ცერემონიას, ქართველები სოლიდარობის ნიშნად მსვლელობას მართავენ. რამდენი ჩვენი პარტნიორი ქვეყანა აკეთებს იმავეს?“ — წერს სალომე ზურაბიშვილი.
ამერიკის შეერთებული შტატების 47-ე პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ფიცის დადების ცერემონია თბილისის დროით დღეს, 20 იანვარს, 21:00 საათზე დაიწყება. დონალდ ტრამპი ფიცს უზენაესი სასამართლოს მთავარი მოსამართლის, ჯონ რობერტსის წინაშე, ბიბლიაზე დადებს.
მოსალოდნელია, რომ ტრამპის ინაუგურაციას ამერიკელი კანონმდებლები და სხვა ოფიციალური პირები დაესწრებიან. ასევე დაესწრებიან ოთხი ყოფილი პრეზიდენტი: ბილ კლინტონი, ჯორჯ ბუში, ბარაქ ობამა და ჯო ბაიდენი.
ინაუგურაციას ასევე დაესწრება რამდენიმე უცხოელი ლიდერი, მათ შორის, საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელიც კაპიტოლიუმში უკვე მივიდა.