სანდრო ქევხიშვილი: ბიძინა ივანიშვილი გაბანკროტების გზას ადგას

21.01.25 17:07
სანდრო ქევხიშვილი: ბიძინა ივანიშვილი გაბანკროტების გზას ადგას

ბიძინა ივანიშვილი გაბანკროტების გზას ადგას  - ასეთია ფინანსისტების შეფასება მას შემდე რაც "ქართული ოცნების" დამფუძნებლის მიერ აქტივების საქართველოში გადმოტანა ფორსირებულ რეჟიმში დაიწყო. 

სპეციალისტები ამბობენ, რომ სანქცირების შემდეგ საერთაშორისო კომპანიებში ინვესტიციებს ვეღარ განახორციელებს. საფრთხეში აღმოჩნდებიან ისინიც, თუ ვინმე სანქცირებულ ოლიგარქს მოემსახურება. 

ბიძინა ივანიშვილი მზად არ იყო სანქციებისთვის. როგორც ჩანს, მას მართლა ეგონა, რომ სანქციები არ იქნებოდა. ამ კომპანიების გადაფორმება მან 31 დეკემბერს დაიწყო. სანქციის დაკისრება რეალურად რეპუტაციის გაცამტვერებაა, რაც შემდეგ ყველაფერში აისახება. ეს აისახება, როგორც ოჯახის წევრებზე, ასევე ბიზნესპარტნიორებზე. ბიძინა ივანიშვილს პრობლემები უკვე სახეზე აქვს. რა თქმა უნდა, მას შესაძლოა ქართული კომპანიები არავინ წაართვას, აქ სხვა ტიპის პრობლემებზეა საუბარი - ანუ მას გაუჭირდება თანხების მობილიზება, გაუყინავენ თანხებს სხვადასხვა ბანკებში, მისთვის ტრანზაქციები აღარ იქნება შესაძლებელი, მათ შორის ქართული ბანკების გავლით. ვეღარ წამოიწყებს ახალ პროექტებს, ვეღარ ჩადებს ინვესტიციებს. უკვე ვიცით, რომ ის ინვესტიციები რაც მან უკვე ჩადო სხვადასხვა ფონდებში, უკან აღარ უბრუნებენ - უკვე გაეყინა ძალიან დიდი თანხები. ეს ადამიანი გაბანკროტების გზას ადგას. მიტაცებული სახელმწიფოს პირობებში, მას შეუძლია, საქართველოს ბიუჯეტი გამოიყენოს სათავისოდ, რასაც მანამდეც აკეთებდა.  ეს შესაძლებლობები მისთვის ძალიან სწრაფად ვიწროვდება"- ამბობს "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" წარმომადგენელი, სანდრო ქევხიშვილი.

ამავე თემაზე: