სასამართლომ ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი 5 000 ლარით დააჯარიმა

23.01.25 13:21
სასამართლომ ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი 5 000 ლარით დააჯარიმა

მოსამართლე მანუჩარ ცაცუამ 1-საათიანი განხილვისა და 10-წუთიანი თათბირის შემდეგ, ნანუკა ჟორჟოლიანი ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო და 5 000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა.

  • გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოში გამოცხადდა. პროკურატურა ჟურნალისტს საპროტესტო აქციაზე გზის უკანონოდ გადაკეტვას ედავებოდა. 

დღევანდელ სასამართლო სხდომაზე მოსამართლემ პატრულ-ინსპექტორის ჩვენება მოისმინა, რომელიც ამბობდა, რომ 3 იანვარს ინდივიდუალურად არცერთი დემონსტრანტი არ გაუფრთხილებია იმის თაობაზე, რომ კანონს არღვევდნენ, თუმცა მისივე განმარტებით, პოლიციელების მხრიდან აქციის მონაწილეების მიმართ ერთიანი მოწოდება იყო, რომ გზის სავალი ნაწილი ადამიანთა საკმარისი რაოდენობის არარსებობის გამო არ გადაეკეტათ. 

ჩემთვის არავის მოუწოდებია, რომ იქ სამართალდარღვევას ჩავდიოდი და დაუმორჩილებლობას ადგილი არ ჰქონია მიუხედავად იმისა, რომ პატრულ-ინსპექტორები იქ იყვნენ, მსგავსი რამ არ მომხდარა. სამართალდარღვევა იქნებოდა, რომ მე დაუმორჩილებლობა გამომეცხადებინა, ვინმეს გავეფრთხილებინე და სხვაგვარად მემოქმედა. არ ვთვლი, რომ სამართალდარღვევა ჩავიდინე. მე მგონია, რომ ამ სასამართლო დავაზე დროის კარგვა ზედმეტია. გაცილებით უფრო რთული სასამართლო პროცესი იმართება ამ შენობაში და გაცილებით უფრო რთული სასჯელებით არიან ადამიანები", - განაცხადა ნანუკა ჟორჟოლიანმა სასამართლო სხდომაზე.