რა ფორმით მიულოცა "ოცნების" პრემიერმა დონალდ ტრამპს გაპრეზიდენტება

23.01.25 16:08
რა ფორმით მიულოცა "ოცნების" პრემიერმა დონალდ ტრამპს გაპრეზიდენტება

რა ფორმით მიულოცა "ოცნების" პრემიერმა დონალდ ტრამპს გაპრეზიდენტება - ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ აშშ-ის 47-ე პრეზიდენტთან სატელეფონო კომინიკაცია არ ჰქონია და მას  სოციალურ ქსელში განცხადების გავრცელებითა და ოფიციალური წერილით მიულოცა. 

დონალდ ტრამპთან სატელეფონო საუბარი არ მქონია. ჩვენ მივულოცეთ როგორც სოციალური ქსელების მეშვეობით, ასევე ოფიციალური წერილით. ჩვენს ინტერესებშია ურთიერთობების გადატვირთვა და ველოდებით შემხვედრ ნაბიჯებს, ამის დროს მოვა. "დიფ სთეითი" თუ არ დამარცხდა ეს იქნება პრობლემა არამარტო ქართულ-ამერიკული ურთიერთობებისთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის. ჩვენ დაინტერესებული ვართ, რომ ახალ ეტაპზე გადავიყვანოთ ქართულ-ამერიკული ურთიერთობები...

რუსეთმა განახორციელა სამხედრო აგრესია უკრაინაში, მაგრამ კითხვა არ გაქვთ, რატომ არ მოხდა იგივე საქართველოში? რადგან ჩვენ არ ავყევით "დიფ სთეითის" სცენარს. ნაბიჯ-ნაბიჯ ყველაფერი მიდიოდა ამ ომამდე", - ამბობს ირაკლი კობახიძე.