ოლიგარქის მხილების სერია სასამართლოში - დღემდე უთქმელ ამბებს ფარდა გიორგი ბაჩიაშვილმა ახადა

23.01.25 20:21
ოლიგარქის მხილების სერია სასამართლოში - დღემდე უთქმელ ამბებს ფარდა გიორგი ბაჩიაშვილმა ახადა

ბაჩიაშვილმა ოლიგარქს მხილების სერია სასამართლო დარბაზიდან მოუწყო - საკუთარ პროცესზე თანაინვესტირების ფონდის ყოფილმა ხელმძღვანელმა ბიძინა ივანიშვილი შანტაჟსა და ფულის გამოძალვაში დაადანაშაულა. ბაჩიაშვილის სკანდალური ჩვენებიდან ირკვევა, რომ ოლიგარქი ბაჩიაშვილს თავისუფლებით ევაჭრებოდა, ჯერ უჩივლა, შემდეგ კი შუამავლის დახმარებით წერილი გაუგზავნა და თავისუფლების ყიდვა შესთავაზა. 

პროცესიდან მხილების შემდეგ გიორგი ბაჩიაშვილმა ივანიშვილის წერილიც გაასაჯაროვა, წერილით ირკვევა, რომ ოლიგარქი მისი მილიარდებს ყოფილ მმართველს გარიგებას სთავაზობდა. ივანიშვილი ბაჩიაშვილს ბიტკოინების 60% სთხოვდა, ჩართო მრიცხველიც, რაც უფრო გაჭიმავდა პასუხის გასაცემად უფრო გაიზრდებოდა მოთხოვნა. ბაჩიაშვილი ოლიგარქთან გარიგებაზე არ წავიდა, ის ივანიშვილის სასამართლოს დარბაზში პირდაპირ შეხვედრაზე ელოდება. 

დღეს გიორგი ბაჩიაშვილმა სასამართლო დარბაზში, ივანიშვილს მხილების ნამდვილი სერია მაუწყო. პირველად მოჰყვა როგორ იბარებდა მის რეზიდენციაში ოლიგარქი მოსამართლეებს და პროკურორებს, როგორ გასცემდა დავალებებს  ვის რა გადაწყვეტილება უნდა მიეღო. 

სწორედ ასე გადაწყდა ბაჩიაშვილის თქმით,  "რუსთავი 2-ის" ბედიც - მაშინ, როცა ქონებრივი დავა სასამართლოში მიმდინარეობდა და დამფუძნებლები 60 პროცენტიანი წილის დაბრუნებას ითხოვდნენ, ივანიშვილმა უკვე იცოდა, როგორ დასრულდებოდა რეზონანსული საქმე და ტელევიზიისთვის ახალ მფლობელს ეძებდა, ამ დროს შესთავაზა სწორედ ივანიშვილმა ბაჩიაშვილს ტელევიზიის ყიდვა, რაზეც ბაჩიაშვილმა უარით უპასუხა.